რუსეთში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით იუწყება.

ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციი ყველაზე ფართომასშტაბიანი აქციები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა.

პეტერბურგში მეტროს სადგურები დაკეტილია, არ მუშაობს სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ამ დროისათვის დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი, მხოლოდ რუსეთის დედაქალაქში 140–ზე მეტი პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას პირობითი მსჯავრის დარღვევას ედავებიან. რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა – ევროკავშირი

ევროკავშირის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო...

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია 3 პირი

ფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა...

სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს – პაპუაშვილი

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი სამართლებრივად გამართულია, ამიტომ სანქციების...

ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა. „ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე...

25 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 362 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12...

სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას "ობიექტური ინფორმაციას" აწვდის. მისი თქმით,...

იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით – სენატორი მენენდესი

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს. „იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის...

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის და ერის გაერთიანება – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ საქართველოს გზა დემოკრატიაზე...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო