სააკაშვილის დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება – სამადაშვილი

ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, ჩამოვა საქართველოში თუ არა.

“იმედია, ხალხს, ვისაც გუშინ მიშას ტრანსპარანტები ეჭირა, ესმის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ, არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ. ასევე, ვერ ‘ჩამოიყვანენ,’ სურვილის შემთხვევაში. ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა. მისი გადასაწყვეტია. როგორც ყველა მძიმე გადაწყვეტილებაში, მარტოდმარტო რომ რჩები შენს თავთან, ისეთი გადაწყვეტილებაა”,– წერს სამადაშვილი.

მისივე თქმით, უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ნამდვილად უპერსპექტივოდ მიაჩნდა, თუმცა “უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში, მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი”.

სამადაშვილის განცხადებით, სამადაშვილმა “მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო”.

“მაგრამ ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო. ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება. რაც შეეხება მის ჩართვას მიტინგზე, საქართველოში რომ იყოს, სცენაზე არ იდგებოდა? რა პრობლემაა? თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს, მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლინია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ.

ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსპარანტის დაჭერის უფლებაც, არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს”,– აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციის აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერებთ ბანერები ეჭირათ წარწერით: “მიშა, ჩამოდი”, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოყვა.

ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

"ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

მოვიდეს ის ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია – ლევან რატიანი ეპიდვითარებაზე

ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ...

ბაიდენმა ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე შეარჩია. ვინ არის ენტონი ბლინკენი

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის ფორმირების შემდეგ საგარეო პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს. საკვანძო...

პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე...

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების...

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ...

საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ – ტიკარაძე

"კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება", - ამის შესახებ...

ამ ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ, შეზღუდვები არაფერს მოიტანს – ინფექციონისტი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ვაშინგტონის ერთ–ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდტალღის პიკი საქართველოში...

“კარფურში” ყოფილმა ქმარმა ცოლი საკანცელარიო დანით დაჭრა

„კარფურის“ გლდანის ფილიალში კაცი ქალს თავს დაესხა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, კერძოდ საკანცელარიო...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო