სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა – სოზარ სუბარი

“სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა”- ასე ეხმიანება სააკაშვილის მიმართვას “ქართული ოცნების” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი.

მისი თქმით, სააკაშვილს უყვარს ზღაპრების მოყოლა, მაგრამ ის საქართველოში ვერ ჩამოვა და დადასტურდა კიდეც.

„სააკაშვილს მე არსად ვეპატიჟები, მას ეპატიჟება საქართველოს კანონმდებლობა და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები. წერტილი. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, მან თვითონ თქვა, რომ არსად ჩამოსვლას არ აპირებს. ვუსმენდი და სადმე თქვა, როდის ჩამოდის? ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, ვერსად ჩამოვა. მართლმსაჯულების ეშინია, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია, ისე ეშინია, რომ სტუმარს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტოვებს საფრთხის ქვეშ და თვითონ დაფორთხავს ტალახში. ეს არის თქვენი და ჩვენი ერთ დროს მთავარსარდალი. მერე მოდის და ჰყვება, როგორ დაფრინავდა ღრუბელ-ღრუბელ, ზღაპრებს. ზღაპრების მოყოლა უყვარს, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოვა და თვითონ დაადასტურა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს, რადგან ეშინია”,- თქვა სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს და ხატია დეკანოიძეს უნდათ მისი ჩამოსვლა და ეპატიჟებიან, მაგრამ ვერ მაინც ვერ ჩამოვა.

დახურული რესტორნები შტაბებისთვის გვათხოვეთ და კლიენტებს მოემსახურეთ – ხვიჩია ბათუმელებს

გირჩის ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ბათუმში დახურულ კაფე-რესტორნებს სთავაზობს, ობიექტები შტაბებისთვის...

ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების მოგების შანსი აქვთ – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ენმ-ს ლიდერებს, ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს...

“მიშამ დამარწმუნა, რომ ახლა ბრძოლის ხაზი გადის 2020 წლის არჩევნებზე” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მიხეილ...

ზუგდიდელს ზუგდიდში უფრო დიდი შანსი აქვს – უდუმაშვილი უგულავას პასუხობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას განცხადებას...

“ყველაზე მეამბოხე ქართველები” – ალეკო ელისაშვილი გურულებზე

ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა პარტია მოქალაქეებმა გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი, ოთარ ქერქაძე დაასახელა. ის ელისაშვილმა...

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ვერტმფრენით იმყოფებოდნენ და ცხინვალიდან ახალგორის...

ნებისმიერ ტელევიზიაში, გამოდით, ნუ იმალებით – მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს დებატებში იწვევს

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც იგი ამბობს...

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარეს. გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო