სააკაშვილი უკრაინიდან გაგდების პირასაა – ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილი უკრაინაში კორუფციულ სკანდალებში გაეხვია და დღეს ქვეყნიდან გაგდების პირასაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომლითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილსაც უნდა მეიცეს მოლაპარაკებებში ჩართვის შესაძლებლობა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით იყოს ჩართული მოლაპარაკებებში.

“ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებებში. მინდა, ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს, თუ ხვალ ალბათ გააგდებენ. თქვენ ნახეთ კორუფციული სკანდალები, რომელშიც ის გაეხვია მისი კორუფციული გუნდის ჩართულობით. ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს მისი გუნდის წევრების დევნა. მეორე – ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც აკეთებდა აქ, უარესს აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში და მესამე, თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალქეობაზე, კაცი, რომელიც იყო 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი, რაზე მესაუბრებით საერთოდ?”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხელს ვაწერ სამი რამის გამო – ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს....

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა,  „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე...

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო