სააპელაციო სასამართლომ TV პირველის საჩივარი, მასალების ამოღებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ TV პირველის საჩივარი, მასალების ამოღებაზე არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ, ტელეკომპანია “პირველის” ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას განმარტავს.

“2021 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ TV პირველის საქმეზე ჩემს მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მის მიერ მიღებულ განჩინებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა იცოდეს:

1. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საჩივარი დასაშვებად სცნო. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კანონის ჩანაწერი, რომელიც საჩივრის წარდგენას შესაძლებლად მხოლოდ განჩინების აღსრულებიდან 48 საათში იძლეოდა, ამ კონკრეტული დავის განხილვისას ვერ გამოდგებოდა, რადგან განჩინება ისე ჩაგვბარდა, რომ მისი აღსრულება არ მომხდარა და ცხადია ვერ დაველოდებოდით ამ მომენტის დადგომას, რათა სასამართლოსთვის მიგვემართა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ეს ლოგიკა და როგორც უკვე აღვნიშნე, საჩივარი დასაშვებად სცნო, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა;

2. ფაქტი, რომ ლაშა კლდიაშვილის მიერ გამოცემულ განჩინებაში, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, არ ეწერა განჩინების ადრესატი (ანუ ვის მიმართ იქნა გამოტანილი), სააპელაციო სასამართლომ ძალიან არადამაჯერებელი და უფლებებისთვის საზიანო განმარტებით “გააუბრალოვა”. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას თან ერთვოდა რა იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი (რაც ცხადია ჩვენ არ ჩაგვბარებია), დგინდებოდა ვინ იყო ამოღების ადრესატი. ხოლო ის ფაქტი, რომ პროკურატურამ ჩვენ გადმოგვიგზავნა განჩინება და ჩვენ ის გავასაჩივრეთ, მიანიშნებს, რომ ჩვენთვისაც ცხადი გახდა, ვისზე ვრცელდებოდა განჩინება;

ეს მსჯელობა ცალსახად კანონსაწინააღმდეგო და ალოგიკურია, რადგან კანონი სასამართლოს არაორაზროვნად სთხოვს განჩინებაში მიუთითოს ვის მიმართ არის გამოტანილი ის და თუ რა ერთივს პროკურატურის შუამდგომლობას, არაარსებითია. კანონი ამ მოთხოვნას პროკურატურის თვითნებობის შესაზღუდად აწესებს. მაგალითად, იგივე განჩინება პროკურატურას წარმატებით შეეძლო გადაეგზავნა ნოდარ მელაძისთვის, მაკა ჩიხლაძისთვის, ტელევიზიის რომელიმე მემონტაჟისთვის, რადგან მასში არ ეწერა ადრესატი და გამოვიდოდა, რომ ის სწორედ მათ მიმართ არის გამოცემული. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ამაზე თვალი დახუჭა.

3. სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის “სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი” და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში. სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი. ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და “თავიდან მოიშორა” საკითხის ამ ნაწილში შესვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყევტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია;

4. სასამართლომ განჩინების ბოლო ნაწილში მიუთითა, რომ საჩივარში არასწორად გამოვიყენეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება (“Roemen and Schmir v. Luxembourg), რადგან ის საქმე “ჩხრეკას” ეხებოდა, ხოლო აქ სახეზე “ამოღება” იყო. ცხადია, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ზემოხსენებული ქეისი ჩხრეკას ეხებოდა, მაგრამ მოწყობილბის ამოღება, რომელზეც სავარაუდოდ პროკურატურა ექსპერტიზას დანიშნავდა, რათა დაედგინა რაიმე სხვა ფაილი თუ ყოფილა მასზე ოდესმე ჩაწერილი და ამით წყაროზე გასვლას შეეცდებოდა, შინაარსობრივად (და არა ფორმით) სხვა არაფერია თუ არა ჩხრეკა. სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ლოგიკას ვერ ჩაწვდა.

5. სასამართლომ ცხადი განმარტება გააკეთა, რომ სსსკ-ის 50-ე მუხლის მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით და ჟურნალისტისგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოღების შეუძლებლობასთან, ისე თავად გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ფარგლებთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილი ლოგიკა საკამათოა;

არ მინდოდა, ეს საკითხი დროში ჩაკარგულიყო და საზოგადოებას არ სცოდნოდა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, ზემომოცემული ტექსტი განჩინების ჩემეული აღქმაა, ამიტომ ამ პოსტს თან ვურთავ სასამართლოს განჩინებას, რათა შესაძლოა ვინმემ ის სხვაგვარადაც წაიკითხოს” – წერს გიორგი მშვენიერაძე.

ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა” გაასაჯაროვა, აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ,  პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო. 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, “წინააღმდეგობის გაწევისას” კი “იძულების პროპორციული ზომის” გამოყენების უფლება მისცა. ტელეკომპანიამ, სასამართლოს გადაწყვეტილება, 12 მარტს, გაასაჩირვა.

საქართველოში რუსეთის მავნე ქმედებებს, დეზინფორმაციას ქვეყანაზე გავლენა აქვს – დანიგენი

საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის გარშემო პროტესტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ისინი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს...

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ. პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის...

სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში  ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია...

მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშეა დაკავებული, ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა – ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ...

“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო...

სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის...

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს – ოხანაშვილი

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც...

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო - ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...