საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

”საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ”- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესწორებულ ვერსიაზე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზს უსვამენ საარჩევნო კოდექსის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის წინაპირობაა.

„პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ ოდირ– მა ოთხი ძირითადი და კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შეიტანეს. ცვლილებების პროექტის განახლებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) ხმა.

მოხსნილია პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, ანუ პირობები, რომ პარტიას უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი „პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა”, რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ,“- აღნიშნულია დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს ძირითადი რეკომენდაციების კიდევ რამდენიმე ელემენტის გათვალისწინება.

„მოითხოვონ ცესკოს არაპარტიული წევრებისათვის უფრო მაღალი კვალიფიკაცია და უზრუნველყოფილ იქნას ისეთი შესარჩევი კომისიის არსებობა, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებებზე დაფუძნებულ დანიშვნის პროცესს;

შეიტანონ დამატებითი ცვლილებები საოლქო საარჩევნო კომისიების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის შესახებ დებულებათა პროექტში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნისთვის; უფრო მეტიც, უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები;

კანონში მკაფიოდ იქნას განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნას, რაც დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით და ძალიან სპეციფიკური მოტივით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი – დეკანოიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი- ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე...

თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს – ვოლსკი

შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს.  დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ...

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...