საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში – რუსულ პარტიებთან ერთად – ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე”.- ნათქვამია განცხადებაში.

სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი – კალაძე ოპოზიციაზე

"ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი, ეს...

ასეთ სამარცხვინო კაცს როგორ შეიძლება ვინმემ ხმა მისცეს?! – კობახიძე ანზორ მელიაზე

"რაც შეეხება მამა მელიას, რომელიც გაწირეს უბრალოდ სირცხვილისთვის. კაცს ეკითხებიან, რამდენია ზუგდიდის ბიუჯეტი და...

გიორგი კირთაძე – 51,3% არჩილ ჩიქოვანი – 48,7% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ხატია დეკანოიძე – 51,7% იოსებ ხახალეიშვილი – 48,3% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ანზორ მელია – 54,7% მამუკა წოწერია – 45,3% – IPSOS-გლობალის კვლევა ზუგდიდში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

დავით კირკიტაძე – 53,1% ნინო ლაცაბიძე – 46,9% – IPSOS-გლობალის კვლევა რუსთავში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ნიკა მელია 48.4%, კახა კალაძე 51,6% – IPSOS-გლობალის კვლევა

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ერთვება. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გაავრცელეს. ნიკა გვარამიას...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...