საელჩო თურქეთში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო თურქეთში იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩოს აცხადებს, რომ თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები:

“2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.

თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა”,– აცხადებს საელჩო.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციები ძალაში იქნება 2021 წლის 1 მარტამდე.

“დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26”,– წერს საელჩო.

ქართულ ოცნებას მივმართავ, მზად ვართ, შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცლებს. მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს და ქართულ...

პროკურატურა ტაქსის მძღოლს 25 ლარის გაყინული პელმენის ქურდობას ედავება

ტაქსის მძღოლს 25 ლარის პელმენის ქურდობას ედავებიან. მას 1–დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ტაქსის მძღოლი...

რა პრინციპით განაწილდება COVID-19-ის ვაქცინა – ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

მთავრობამ დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ...

თუ ეკონომიკა არ გაიხსნება, გადავიჩეხებით, ეს მონობა გადასაგდებია – ჯაფარიძე

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, თორემ ქვეყანა...

ყველაზე ადრე მოსალოდნელია ფაიზერის ვაქცინის შემოტანა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში პირველად ფაიზერის ვაქცინა შემოვა, მალევე კი მას...

სცენიდან გასვლა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ენმ-სთან ბრძოლით არასდროს დავიღლები – წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ როცა ადამიანი ასაკში შედის, სცენიდან უნდა...

2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60% – გახარია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის...

დღეს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – გახარია სტრასბურგის სასამართლოზე

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს, 21 იანვარს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო