საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი, ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს – საგარეო აშშ-ს აქტზე

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, დაფინანსება მოხმარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპრექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. კანონპრექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.

აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი უკვე მეხუთე წელია ასიგნებების აქტში ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების შესახებ რედაქციას, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ურყევი მხარდაჭერის დასტურია. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორია -კახა კალაძე ჩანაწერებზე

"ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორია"- ასე ეხმაურება, ქალაქის მერი, კახა კალაძე აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას...

მარტვილის ეპარქიაში, ხალხი აივნიდან გადმოყარეს – არიან დაშავებულები მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს რომ მარტვილის ეპარქიაში, ხალხი აივნიდან გადმოყარეს. არიან დაშავებულები...

ვინც ბერას კაცობაზე ლაპარაკობს იმის დედას შევ**ი – მუქარის შემცველი ახალი აუდიოჩანაწერი

ტელეკომპანია "პირველი" კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც ბერა ივანიშვილის მორიგმა მსვერპლმა, მანანა მჭედლიშვილმა, 2013...

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა – ეპარქიის მეორე სართული ჩანგრეულია

ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს ვიდეო-კადრებს, ჭყონდიდის ეპარქიიდან სადაც ჩანს რომ,  სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა, გავრცელებული...

კოტე კემულარიას ცნობით, კალაძე ახლობლებს ეუბნება, რომ მილანში წავა რადგან აქ ვერ გაჩერდება

კახა კალაძე თავის ახლობლებს ეუნება, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება - ამის...

ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ

"ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ" - ამის შესახებ, ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში წერს. ...

არ იჯერებს ხალხი „ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, და რა გავაკეთოთ, ძალით ხომ არ დავაჯერებთ?...

არ იჯერებს ხალხი „ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო, არ...

ოცნების დეპუტატის კომპანიამ 22 მილიონის სახელმწიფო ტენდერები მოიგო

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით ვანის საკრებულოს დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ შვილის ნათლიის სუსში დაწინაურების შემდეგ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო