“საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომზე პარკის გაშენება უკანონოა“–მწვანე ალტერნატივა

არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ თბილისის მერმა კანონი დაარღვია, როცა პარკის განაშენიანების გეგმა წარმოადგინა:

“2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით, ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს.

მომდევნო დღეს, 2020 წლის 7 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რაც, დაახლოებით, ორ წელს გაგრძელდება”.

თბილისის მერიის ქმედებები ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო სივრცით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი; ასევე, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას. ეს, კი, ნიშნავს, რომ:

·       თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. სკრინინგის განცხადება);

·       სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს);

·       სამინისტრო, ასევე, ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას. მერიამ, ამით, დაარღვია ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს კი, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ თბილისს იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი – 36 ჰექტარი უსასყიდლოდ გადასცა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და მშენებლობას დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.

მისივე ინფორმაციით, პროექტი თითქმის დასრულებულია და მასზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს.

მერი ამბობს, რომ პარკი იქცევა თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად, ასევე, იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც “ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს”.

გერმანიაში და საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში საფრანგეთის კონტინენტალურ ნაწილში  საერთონაციონალური კარანტინის შემოღებისა და ქვეყნის...

პარასკევს დაველოდოთ, რაღაცის გამოგდებას აპირებენ – ნიკა გვარამია “ოცნებაზე”

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება პარასკევს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე,...

გირჩი TV დაჰაკეს, ტელევიზია სრულად პარალიზებულია – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი პარტიული ტელევიზია დაჰაკეს და ის პარალიზებულია. "ცოტა ხნის წინ...

3 დღეა სახლში ვერ შედის, ქუჩაში ვარ და ვიყინებიო, გაოგნებული ვარ – ვიკა...

"3 დღეა სახლში ვერ შედის, ქუჩაში ვარ და ვიყინებიო "- ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც...

„ნაცმოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა, მანამდე არ ჰყავდა – კობახიძე ოქრიაშვილზე

კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა - მანამდე მას მინი ბანდა არ...

უკრაინაში რომ არის დიდი საბურავი, ის ამბობს, რომ არჩევნების გზა არ არის მისაღები –...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ "მომავალს სისხლის გარეშე ვერ ხედავს". მისი თქმით,...

კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბილისი მშვენიერდება – გახარია

პრემიერმა გახარამ სამგორში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში თბილისი...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 28 წარმომადგენელი დააკვირდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებზე 28 კაციან სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის. მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო