საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. აქამდე ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე იყო.

საიას ცნობით, ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.

“2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

ნიკოლოზ სიმონიშვილი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.

ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი”,– აცხადებს საია.

ნახეთ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. დღეიდან იხსნება: საბავშვო და...

ვენეციის არხები წყლის გარეშე–ქალაქში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია

ვენეციის მთავარ პრობლემად როგორც წესი წყალდიდობები ითვლება, თუმცა წელს რეკორდული მიქცევების გამო ცნობილ იტალიურ...

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო