სანამ სტრასბურგი საქმეს განიხილავს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს – ევროპარლამენტარები

“სანამ სტრასბურგი საქმეს განიხილავს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარები, საქართველოს  მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ. წერილში აღნიშნულია, სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურ მოტივებთანაა დაკავშირებული რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეში აგდებს. წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები : ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე.

”საქართველომ, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, ვალდებულებად აიღო დაეცვა ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები არიან, ასევე საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულად დანერგვასა და ერთგულებას მოელიან. ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტავტორიტარულ და პოსტსაბჭოთა ჩვევებს, მაგალითად იანუკოვიჩისდროინდელ უკრაინაში, ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება მსგავს ევროპულ ქვეყანაში დაუყოვნებლივ გზავნის გამაფრთხილებელ სიგნალს მსოფლიოში, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს.

ფაქტი, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, აჩენს კითხვებს პოლიტიკური დევნის შესახებ. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები ამტკიცებს ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების პოლიტიკურ მოტივებს, რაც  სრულად მიუღებელია ევროპული ტიპის სამართლებრივ სისტემაში და ძირს უთხრის ხალხის მიერ საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენების არჩევანს.

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა. ამ სიტუაციასა და მის გადაჭრაში მთავრობასა და მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას ამ მხრივ მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი არჩევნის წინაშე დგანან: გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გაუარესება, პოლარიზაციისა და უნდობლობის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გაზრდა სანამ ბატონი სააკაშვილი ციხეშია, ან ყურადღება დააბრუნონ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის სამართლებრივი სტანდარების დაცვის მცდელობას.

ბატონი სააკაშვილის საქმე გადაეცა ”ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”. ეს არის გზა, ევროპული სამართლით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება მის განხილვებსა და დასკვნების საპასუხო ქმედებებს.  სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეს განიხილავს, სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. “- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში სასკოლო პროგრამიდან რუსული ლიტერატურის თითქმის ყველა კლასიკოსი ამოიღეს

უკრაინაში გადაწყვიტეს სასკოლო პროგრამიდან ამოიღონ თითქმის ყველა რუსი მწერალი. გამონაკლისი მხოლოდ ნიკოლაი გოგოლი და...

ერდოღანი უკრაინაში ჩადის და ზელენსკისთან “ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტაზე“ საუბარს აპირებს

ლვოვში დაგეგმილ სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი მიიღებენ მონაწილეობას,...

ზელენსკი მოუწოდებს ყირიმის მოსახლეობას არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს, რადგან...

“დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები“–სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე უკრაინულად ავრცელებს სტატუსს: “მე ტყვეობაში ვარ, საქართველოს ციხეში, მაგრამ ჩემი...

ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ ატეხა განგაში უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის შეჭრამდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ Washington Post–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ არ აწარმოა ომის წინ...

ბრიტანეთმა რუსეთის თავზე მზვერავი თვითმფრინავის გადაფრენის განაცხადი შეიტანა. რუსები ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანეთმა შეიტანა განაცხადი მზვერავი თვიმფრინავის, RC-135–ის ფრენაზე მარშრუტით, რომლის...

“ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?“–ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩობურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ  ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს,...

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...