საპატრიარქო ორი მღვდლის დასჯას ითხოვს

“ისინი ყინწვისში განსხვავებულად შეიმოსნენ და წირეს”- საქართველოს საპატრიარქო, რუის-ურბნისის ეპარქიის ორი მღვდელმონაზვნის მიერ, მათივე თქმით, “იაკობ მოციქულის ჟამისწირვის, უძველესი ქართული წეს-განგების მიხედვით შესრულებას” ეხმაურება და მღვდლების დასჯას მოითხოვს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული შეკითხვები ძირითადად ასეთია: იყო თუ არა სწორი არატრადიციული სამოსით (CASULA) წირვის ჩატარება, ასევე: – მსახურება საკურთხევლის გარეთ და რამდენად ნებადართული იყო ყოველივე ეს?

განვმარტავთ:

სამღვდელო CASULA არასოდეს ყოფილა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული შესამოსელი, მით უმეტეს, უძველეს დროში. იგი რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ძირითადად XIII-XV საუკუნეებიდან მკვიდრდება და შემდეგ სხვა დენომინაციებშიც ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს მოიხმარებოდა.

ამდენად, არამართლმადიდებლური ტრადიციის სამოსის უძველეს მართლმადიდებლურ შესამოსლად წარმოჩენა და მსახურებაში გამოყენება, დაუშვებელია.

რაც შეეხება მეორე საკითხს:

ქართულ ენაზე არსებობს იაკობის ჟამისწირვის რამდენიმე რედაქცია, მაგრამ საიდღეისოდ მისი გამოყენებისათვის სათანადო კომისიის მიერ შეჯერებული ტექსტი და წეს-განგება ჯერ არ გვაქვს.

საღმრთო ჟამისწირვა არის საზოგადო-საეკლესიო მსახურება და, ამასთან, ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობის მთავარი გამომხატველი. ამიტომ არცერთ მღვდელმთავარს არ აქვს უფლება, განსხვავებული სახის მსახურების დანერგვისა, თუ ამაზე, როგორც აღვნიშნეთ, არ იქნა სათანადო კომისიის დასკვნა და წმინდა სინოდის თანხმობა (გამონაკლის შემთხვევებზე ლოცვა-კურთხევა გაიცემა კათოლიკოს-პატრიარქისგან). წმინდა სინოდის მიერვე უნდა დადგინდეს ნებისმიერი ცვლილება საუფლო წირვასთან მიმართებაში; იაკობის ჟამისწირვასთან დაკავშირებით კი ასევე უნდა განისაზღვროს კონკრეტული დღეები მისი აღსრულებისთვის.

ჩვენთან ხელნაწერების საფუძვლიანად შესწავლა მიმდინარეობს და შესაძლებელი გახდება წმინდა იაკობ მოციქულის მსახურების სრულყოფილად განახლება. ეს აუცილებელი და საშური საქმეა, მაგრამ ვიდრე ესა თუ ის საკითხი კვლავაც საკამათოა და არ გვაქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე, მისი ჩატარება არის თვითნებობა და დაუშვებელი, რათა არ დამკვიდრდეს არასწორი წესი.

ცნობილია, აღნიშნული მსახურება დიდი ხნის მანძილზე თითქმის არ სრულდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის საქართველოში. მისით დაინტერესება ძირითადად ბოლო საუკუნეებში მოხდა. ამასთან, მიჩნეულია, რომ იერუსალიმური ტრადიციის ამ ჟამისწირვის უძველესი რედაქციები ყველაზე სრული სახით ქართულ ხელნაწერებშია დაცული. ამიტომაც მართებული მსახურების აღდგენისათვის ისინი წარმოადგენს ფასდაუდებელ ლიტურგიკულ წყაროს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

არსებული მასალა ადასტურებს, რომ სასულიერო პირთაგან ამ წირვის აღსრულება ხდებოდა მხოლოდ ტაძრის საკურთხეველში. საკურთხევლის გარეთ კი მისი ჩატარება, აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია.

ამდენად, მღვდელ-მონოზონთა – იერონიმესა და ირინეოსის – ქმედებები არის ყოვლად გაუმართლებელი და საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება.

ვიმედოვნებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც ისინი არიან, ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ მიმართულ მათ ამ და სხვა ქმედებებზე მოახდენს სათანადო რეაგირებას, რათა ეს და მსგავსი ცთომილებები აღმოიფხვრას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარი იქნება – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფომ პირველი ხარისხის ფქვილზე ფასი...

ჩვენთან საველე ჰოსპიტლის ანალოგი გახლავთ კოვიდსასტუმრო – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კოვიდსასტუმროებია. გაბუნიას ინფორმაციით,...

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე რჩება

თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ...

მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია – ცქიტიშვილი შობის ღამის გამონაკლისზე

მთავრობის მიერ დაწესებული შობის ღამეს, 6-7 იანვარს იხსნება, როცა დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ვიცეპრემიერის მაია...

მოგესალმებით შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი – ხატია დევსურაშვილი საზოგადოებას მიმართავს

„მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი!“ –  ამის შესახებ ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში...

“ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ”- პაატა იმნაძე

"ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის...

დააკავეს ბაღის დირექტორი, რომელმაც იჯარის ხელშეკრულების სანაცვლოდ 28 ათასი ლარი მოითხოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის...

დიღმის მასივში ბანკში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

დღეს დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო