საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, წაგებაზე გავიდეს

საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება წაგებაზე გავიდეს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა. “პალიტრანიუსის” ეთერში მელიქიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია საპენსიო ფონდის რეალურ ამონაგებს ამცირებს და შესაძლოა მიმდინარე თვეში ამ ამონაგებმა ინფლაციის მაჩვენებელს ვერც გადააჭარბოს.

საპენსიო ფონდის შექმნიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, ქვეყანაში ჯამურმა ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო. ფონდის თანახმად, სისტემის რეალური ამონაგები ამ პერიოდში მხოლოდ 0.71% იყო. მაღალი ინფლაციის კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს.

„დღესდღეობით ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ჩვენი მიზანია, რომ მას ვაჯობოთ, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად მცირდება. დავამატებდი, რომ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ანუ მიმდინარე თვეებში მოგება კიდევ უფრო შემცირდეს, ან საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდნენ. ჩვენი აზრით ახლა ინფლაცია პიკზეა და მის მნიშვნელოვან ზრდას აღარ ველოდებით. როგორც უკვე გითხარით, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, მაშინ საპენსიო ფონდი წაგებაზე იქნება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ამის დასაბალანსებლად, საპენსიო სააგენტო უცხოურ აქტივებში – კერძოდ კი უცხოურ საფონდო ინდექსებში ინვესტიციებს ზრდის. ამ დროისთვის პორტფელის 10% სწორედ მათშია ინვესტირებული.

2022 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში 2.43 მილიარდი ლარის აქტივები ინახება. ამ თანხიდან 2.07 მილიარდი ლარი მოქალაქეთა საპენსიო შენატანებია, 360 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო.

საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ინვესტირებული. ბოლო ორი თვეა საპენსიო სააგენტომ უცხოური აქტივების შეძენა  დაიწყო, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული.

წყარო: BMG

”რუსეთში ვერ წავალ” – ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს მიწვევაზე უარი უთხრა

 "ახლახანს ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მადლობა გადავუხადე პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოწვევისთვის...

თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო – რებეკა ჰარმსი

''თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო.'' ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი ამის შესახებ Twitter-ზე წერს, და...

ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალებს თუ არა გვარამიას, რა მოხდება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ –...

მესმის მღელვარების საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ საბოლოო...

საქართველოს უკრაინაში ეწოდოს Сакартвело! – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ისტორიული სახელწოდების Сакартвело-ს გამოყენების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ''უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. დაწესდა ინდივიდუალური სანქციები ...

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! – ვოლსკი

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია...

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა – ვოლსკი პუტინის განცხადებაზე

"ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია არც...

ნათქვამია, რომ 1 მილიონი დიასპორაა რუსეთში, აღარაა, ეს კარგად ვიცით – ზურაბიშვილი

"ძნელი დასათვლელია რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ნათქვამი იყო, რომ ერთი მილიონია რუსეთში, აღარაა 1...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...