სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი დროებით იკეტება

ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი  შეუნარჩუნდება.

„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე, თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც  გაითვალისწინა.

„სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა, მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად დაკეტვა, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაგეგმვის ეტაპზე, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, საკმაოდ მაღალი იყო მათი ჩართულობა იყო და ბევრი საინტერესო იდეა  ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე  გაჩნდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა...

სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია ლიმიტების მომატება – არასამთავრობოები

"სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია სიჩქარის ლიმიტების მომატება "- ასე ეხმაურებიან...

“გაუქმდეს კომენდანტის საათი” – 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ

"გაუქმდეს კომენდანტის საათი" - დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ...

ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე მოხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება  მარტის ბოლომდე მოხდება....

13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

გორში 13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,...

„ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის“ – როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის“  - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის ებრძვის, თავისი...

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 355 შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737...

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო . ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო