სასამართლომ მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მას შინაპატიმრობის ვადა ორი საათით გაეზარდა, რაც ნიშნავს იმას რომ თუ აქამდე მიხაილო სახლში 21:00-დან 08:00-მდე იყო, ახლა ის შინაპატიმრობაში 19:00 საათიდან 08:00 საათამდე დარჩება.

მიხაილო აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისალოცი  სულაც არ არის, რადგან მას  კიდვ უფრო შეუმცირდა დღის განმავლობაში გარეთ ყოფნის დრო.

მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.