სასწორზე საქართველოს მომავალია–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს, ამბობს შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩავარდნის შემდეგ? როგორ გაგრძელდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები? ამ თემებზე ჯორჯ კენტს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, კენტი ამბობს, რომ “ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას”.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყნისთვის სასწორზე მომავალი განვითარებაა. “საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის”.

შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ ქევყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა იმ ფონზე, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება, ჯორჯ კენტმა თქვა:

“პირველ რიგში იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს”.

წყარო: ამერიკის ხმა

ნინო სუხიშვილი პოლიციას მადლობას უხდის

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მთავარი პროდიუსერი, ნინო სუხიშვილი პოლიციას ფეისბუქით უხდის მადლობას. მიზეზი დანაშაულის გახსნაა,...

ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

ესტონეთი საქართველოს ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ...

დაპირება არ შესრულდა – რკინის ჯებირები აიღეს თუმცა “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხეობაში ისევ არ...

დაპირება არ შესრულდა - რკინის ჯებირები აიღეს თუმცა "რიონის ხეობის მცველებს"  ხეობაში კვლავ არ...

საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია.  მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 46 მოსამართლე დანიშნა – სია

დღეს 17 ივნისს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე საბჭომ თანამდებობაზე 46...

“კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას – ვიოლა ფონ კრამონი

"კლანის" არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას - ამის შესახებ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი...

ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლე, შვილიშვილი მურუსიძის ცოლის ნათლული. კი ბატონო ვიცხოვროთ ასე –...

"ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. "- იუსტიციის საბჭოს...

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას "სლოვანში"...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...