საუბარი გვქონდა მთავარ თემაზე, პოლიტპატიმრების საკითხზე – სამადაშვილი

მედიატორებთან სრულიად ჰარმონიული ხედვა გვაქვს, მათთვის ჩვენი რეალობის აღქმა გასაგებია, დანარჩენი შემდეგ პროცესში გამოჩნდება , ევროპაშიც და აშშ-შიც „ქართული ოცნებისგან“ ძალიან განსხვავებული ხედვა აქვთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ საუბარი მთავარ თემაზე გვქონდა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ესაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. ვფიქრობთ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის მედიატორებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე საერთოდ არანაირი სივრცე შეთანხმების არ იარსებებს. დღეს დეტალური საუბარი გვქონდა პოლიტპატიმრების პრობლემაზე, ქვეყანაში მართლმსაჯულების გამოწვევებზე.ოპოზიციის განწყობაა, რომ შეთანხმების გზით ქვეყანაში არსებული გამოწვევები უნდა მოვაგვაროთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სრულიად ჰარმონიული ხედვა მედიატორებთან და მათთვის ჩვენი აღქმა რეალობის გასაგებია, დანარჩენი შემდეგ პროცესში გამოჩნდება.ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის მსხვერპლი, ამიტომ გირაოს გადახდის საკითხი, თუ რატომ არ გადაიხადა მან გირაო პოლიტიკური განაცხადი იყო.

სხვა შეხედულება აქვთ: არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე, ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზეც. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნებისგან“ ძალიან განსხვავებული ხედვა აქვთ ევროპაშიც და აშშ-იც. იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, „ქართულმა ოცნება“ უნდა გაითვალისწინოს, მკაფიო გზავნილები, რომელიც როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

“გვესმის მინიშნება” – რა უთხრეს კობახიძეს პარტნიორებმა აშშ-ში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ...

ბათუმში ენმ-ის ოფისი დააზიანეს

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო