საფრანგეთში კოვიდ-საშვს უკვე ყველგან ითხოვენ

საფრანგეთმა კოვიდ-19-ის პანდემიის მართვაში რადიკალური ნაბიჯი გადადგა. ორშაბათიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც სპეციალური კოვიდ-საშვის გარეშე, მცირე ზომის დახურულ სივრცეში შესვლასაც კრძალავს. ამ საშვის არქონის შემთხვევაში, ადამიანები ვერც თვითმფრინავით ან მატარებლით იმგზავრებენ და ვერც საყვარელ რესტორანში და კაფეში მოხვდებიან.

რეგულაცია ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ივლისში, რეგულაციის ნაწილობრივი შემოღებით, საფრანგეთის მთავრობამ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციაში დიდ წარმატებას მიაღწია. დღეისთვის, დაახლოებით,65 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 54%-ზე მეტია სრულად იმუნიზებული. ხელისუფლება ცდილობს პანდემიის მორიგ ტალღას გაუმკლავდეს და ძალზე გადამდები კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების ფონზე, აღარ დაუშვას ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და სიკვდილობის ზრდა.

საშვი (QR) კოდით, ერთგვარი ორგანზომილებიანი ბარკოდითაა დაშიფრული. ელექტრონულ დადასტურებას ამ კოდით იღებენ ისინი, ვინც კოვიდ-19-ზე აიცრა, ან აქვს დროის მოკლე ინტერვალში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. ახალი რეგულაცია საფრანგეთში ჩასულ ტურისტებზეც ვრცელდება. კოვიდ-საშვი საფრანგეთში ივლისში მხოლოდ მასობრივ ღონისძიებებზე მოქმედებდა, როგორიცაა სპორტული დარბაზები, კონცერტები, კინოთეატრები, კონფერენციები და ა.შ.

ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 135 ევროა. საშვს საავადმყოფოებიც ითხოვენ და გამონაკლისს მხოლოდ სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები შეადგენენ. ჯანდაცვის მუშაკებს კოვიდ-19-ზე იმუნიზაცია კანონით მოეთხოვებათ. მათ მთავრობამ აცრის საბოლოო ვადად 15 სექტემბერი დაუწესა.

 

7 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს, დაგემართოს ომიკრონი – კულუმბეგოვი

და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი: - მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის...

“დევნილებისთვის!” – ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

"დევნილებისთვის!" – ხვალ, 17 იანვარს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო...

გავმართოთ შეხვედრა და მოვაგვაროთ დევნილების საკითხი – ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს

"მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს (ცხადია დევნილებთან შეთანხმებით). გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ "ქართლის" დევნილების საკითხი. ნებისმიერ...

ხაზარაძე TV იმედთან მივიდა და ეთერის დათმობას ითხოვს

პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია იმედის შენობასთან მივიდა და ეთერის დათმობას ითხოვს. მისი...

დევნილის თვითმკვლელობის შემდეგ სანატორიუმში მცხოვრებლები ბინებს უპირობოდ მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის მიერ თავი მოკვლის ფაქტს და...

სანატორიუმ “ქართლის” შენობაში მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და ადგილზე...

5 ფარული მიზეზი, რომელთა გამო წონაში იმატებთ

ხანდახან ხდება ისე, რომ დილით იღვიძებ, სასწორზე დგები და გაოგნებული ხარ. როგორ? რატომ? საიდან...

სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა – ამირან გამყრელიძე

„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის...

შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა. შსს-მ...

5 ფარული მიზეზი, რომელთა გამო წონაში იმატებთ

ხანდახან ხდება ისე, რომ დილით იღვიძებ, სასწორზე დგები და გაოგნებული ხარ. როგორ? რატომ? საიდან გაჩნდა ზედმეტი კილოგრამები, როცა მთელი კვირა დაძაბულ მუშაობაში, ყოველგვარი ტკბილეულის,...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...