საქართველომ რთული პერიოდები გამოიარა,2012 წლის შემდეგ მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგურა – კალაძე

“აქართველომ რთული პერიოდები გამოიარა, თუმცა 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, რომლის შემოქმედიც ბიძინა ივანიშვილია, ქვეყანაში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგურა “- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

კალაძის განმარტებით, საქართველომ რთული პერიოდები გამოიარა, თუმცა 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, რომლის შემოქმედიც ბიძინა ივანიშვილია, ქვეყანაში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგურა.

“ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლეთს და დასავლურ სტრუქტურებს, ყველაზე მეტად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ყველაზე მეტად არის შექმნილი პირობა, რომ თითოეული ოჯახი ეკონომიკურად გაძლიერდეს. დღეს, მოქალაქე სახელმწიფოს დამსჯელი მექანიზმის ნაცვლად, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, პარტნიორად, დამხმარედ და საკუთარ ნაწილად აღიქვამს და განიხილავს.

დღეს, თითოეული ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და უკლებლივ ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს გვერდში დგომითა თუ საკუთარი ძალებით ახალი საქმე, ახალი ბიზნესი წამოიწყოს, გააძლიეროს რეგიონი, ადგილობრივები დაასაქმოს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. დღეს, ბიზნესი თავისუფალია და მას სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს, რაც უფრო მეტ მოტივირებულ ადამიანს, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულს ნიშნავს.

ბორჯომში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ კრიზისულ ფონზე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. “ქართული ოცნების” ერთიანი და ეფექტური გუნდი, მზად არის, ყველა გამოწვევას თქვენთან ერთად გაუმკლავდეს.

ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ამ მიმართულებით რამდენად მძიმე ვითარებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  მაქსიმალურად შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, რათა მოვახერხოთ გამოწვევებისა და პრობლემებისთვის ღირსეული პასუხის გაცემა, რაც თქვენს მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვეყანაში არსებობს.

31 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმოდგენილი ჩვენი გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ჰქვია, აუცილებლად  გაიმარჯვებს და ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია”, განაცხადა კალაძემ.

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. მთავრობის...

ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 1

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა....

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 19 810–მდე გაიზარდა. ბოლო...

გორთან მომხდარ ავარიას კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი ემსხვერპლა

გორთან მომხდარ ავარიას კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი ემსხვერპლა. ავარიის შემდეგ, დაშავებული მძიმე დაზიანებებით გორის...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 285

საქართველოში დღეს კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო