საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, გამოიძიოს ბრალდებები გადაცდომების შესახებ, ოპოზიციას ვთხოვ,ამ პარლამენტის ნაწილი გახდეს–ევროსაბჭოს საპარლამენო ასამბლეის წევრი

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ ეს არჩევნები შეაფასა, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, – ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ტიტუს კორლატეანმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში მომხდარი გადაცდომების გამოძიებისკენ, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ისევ მნიშვნელოვანია ხარვეზების გამოსწორება, ეს მოიცავს ბრალდებებს გადაცდომების შესახებ. აღარ გავიმეორებ იმას, რაზედაც თინი კოქსმა ისაუბრა, მაგრამ აღვნიშნავ პოლარიზაციის საკითხს. ეს შემაშფოთებელი სიტუაციაა. ჩვენ უნდა წავახალისოთ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, რათა გააგრძელონ მუშაობა ამ პოლარიზაციის შესამცირებლად. მსურს, მთავრობას მოვუწოდო, სერიოზულად გამოიძიოს ბრალდებები გადაცდომების შესახებ და გამოასწოროს ხარვეზები. ოპოზიციას კიდევ ერთხელ გავუმეორებ ჩვენს თხოვნას, რომ ამ პარლამენტის ნაწილი გახდეს. ეს არის სწორი ადგილი იმისთვის, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად დემოკრატიული დებატები გაიმართოს“, – განაცხადა ტიტუს კორლატეანმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებელია.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა. მთავარი მომხსენებელი ტინი კოქსი იყო, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

როგორც ჩანს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არის საკმარისი – დავითაშვილი ნამახვანჰესზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის აშენება ექსპერტების დასკვნის შედეგად მიიღეს. "კიდევ ერთხელ...

სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ისრაელიდან ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი გამოჩნდა. მისივე თქმით, 19,...

აღმოჩნდა, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად გადააგდეს – მეგრელიშვილი

პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად "გადააგდეს". "აღმოჩნდა რომ...

თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, იძულებული იქნებიან, გარკვეული შეზღუდვები...

ფსიქიკურ ცენტრში პაციენტები დაცული არ არიან არაადამიანური მოპყრობისგან – ომბუდსმენი

პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური...

ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის შერჩევას დავიწყებთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტისთვის უახლოეს მომავალში ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის...

მინისტრები ჩადით ადგილზე და გაესაუბრეთ მოსახლეობას – ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დაავალა, ჩავიდნენ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე და ადგილობრივ...

საგამოძიებო კომისია, საარჩევნო რეფორმა – რა “პროგრესით ჩავა” ღარიბაშვილი ბრიუსელში

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია "ნორმალურ კალაპოტში მოექცა", როდესაც კონსტრუქციული დიალოგის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო