საქართველოს მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე–კონგრესმენი მაკკოლი

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უკრაინაშში მიმდინარე ომზე საუბრობს. ის უკრაინის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, და მოლდოვასა და საქართველოს პერსპექტივებზეც საუბრობს. ის თვლის, რომ უკრაინამ ნატოს წევრობა დაიმსახურა:

„Ჩემი პირადი შეფასებით, უკრაინამ დაიმსახურა ნატოს წევრობის გარანტია. Მე ამას მხარს ვუჭერ. წარსულში ჰქონდა ადგილი გარკვეულ თავშეკავებას, რომელიც უკავშირდებოდა, შიშს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე იყო უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და ის ფაქტი, რომ წინა პრეზიდენტებზე თავად რუსეთის გავლენა, შესაძლოა, დიდი იყო. ახლა ვფიქრობ, ზელენსკისთან მიმართებაში ეს შეშფოთება არ გვაქვს. ახლა, რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. Ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრობა ნატოში სრულად გაწევრიანების გზაზე პირველი სერიოზული განმსაზღვრელი ნაბიჯი იქნებოდა. კიდევ გავიმეორებ: უკრაინის ნეიტრალიტეტი გახდება თუ არა პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, ეს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია და არა შეერთებული შტატების ან ნატოსი“. – ამბობს ის.

კითხვაზე ევროკავშირის წევრობის  კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის, მათ შორის ივანიშვილის სანქცირების საკითხის შესახებ, მაკკოლი პასუხობს:

“საქართველო არაა ნატოში, არც მოლდოვა არაა ალიანში. ეს მე მათ მიმართ თანაგრძნობას მიჩენს, რადგან ისინი მოწყვლადნი არიან რუსული საფრთხის წინაშე. მოლდოვაში ვიზიტით ვიყავი და შევხვდი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არაფერი არ უშლის ვლადიმირ პუტინს ხელს რომ იქ შეიჭრას და ქვეყანა დაიკავოს. ამიტომ ის რომ ევროკავშირი მოლდოვას მიღებაზე საუბრობს ძალიან მნიშვენლოვანია, და ეკონომიკური კუთხით ეს მათ ძალიან დაეხმარება. მე მაწუხებს რომ საქართველოს ამ მოცემულობიდან გამოტოვება მიწევს.

2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავა, როცა მან ყირიმი დაიკავა და დონბასში შევიდა, მსოფლიო ხმას არ იღებდა და მისცეს მას საშუალება ამის გაკეთების. ეს შეცდომა იყო.

არ უნდა დაუშვა, რომ შიშველმა აგრესიამ უპასუხოდ და შედეგების გარეშე ჩაიაროს. [პუტინმა] იცოდა რომ შეძლებდა თავის დაძვრენას, და ვფიქრობ 2014 წელმა გზა გაუკვალა იმას რასაც ის დღეს აკეთებს.

ვფიქრობ [საქართველოში] დემოკრატია დასუსტდა. პუტინმა და რუსეთმა ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავეს. თუმცა, თუ ჩვენ ვაპირებთ რომ დემოკრატია დავაწინაუროთ [გლობალურად], უნდა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია ამ რეგიონში. და მივესალემი ევროკავშირის რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს საქართველოს საკითხსაც გადახედავენ. საქართველო ნატოში არაა და ძალზედ რთულ ვითარებაშია. თუ პუტინს გამოუვა შავი ზღვის მთლიანად გაკონტროლება და ოდესის დაკავება, შემდეგი ორი ქვეყანა რომელსაც საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად საქართველო და მოლდოვა იქნებიან. ეს იქნება [პუტინის] ექსპანსიური გეგმების შემდეგი ნაწილი.

კითხვაზე, უკრაინის მთავრობის კრიტიკის შესახებ საქართველოს მთავრობის მიმართ სანქციებთან არმიერთების გამო და  საქართველოს მთავრობის კავშირებზე რუსეთთან, მაკკოლი პასუხობს:

“თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილად პრობლემაა. Მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში. Რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის ნატოში გაწევრიანების უფლება. იქ ივყნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ, პრობლემა იყო კორუფცია. Სამწუხაროდ, ჩანს რომ საქართველოც, სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. [საქართველოს მთავრობის] ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. Მათ ინტერესებში არ უნდა იყოს, Საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ [საქართველოს] დაპყრობით დასრულდება.“

წყარო: ამერიკის ხმა

ასე უბრალოდ “მინდვრებში” ჩვენთან არავინ ისვრის – პუნიტი კრემენჩუგზე

"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული...

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით,...

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...