საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია! – მეუფე მელქისედეკი

” რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.”- საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე ეხმაურება.

მღვდელმთავარი წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ახლაც სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის.

“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.
აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა – ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.

ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.

საქართველოს ომი არ დაუწყია!

რუსეთი ოკუპანტია!

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი (ხაჩიძე)
07.08.2020”

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ჟურნალისტი და ამერიკელი თოქ-შოუების  წამყვანი ლარი კინგი 87  წლის ასაკში...

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ნავალნის ცოლი დააკავეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნი დააკავეს. მან ინსტაგრამზე გადაყვანის ფოტოც გამოაქვეყნა. ალექსეი ნავალნის...

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ერას მოედანზე...

“სანამ მართლა ასი ათასი გადარეული მოქალაქე არ გამოგივარდებათ, მანამდე არ უნდა შეიბერტყოთ ყური?“-დავით ზურაბიშვილი

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 1 მარტამდე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი ძალაში დატოვოს ექსპერტი დავით...

მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა, 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი-უგულავა

მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი “,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“...

შსს ამბობს, რომ გიგი უგულავას საზღვრის კვეთის უფლება აქვს, თუმცა ეს მათ ბაზაში არ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს რატომ არ მისცეს ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი...

“ამ შეზღუდვებით ჩვენ არ გვიცავენ, თავს იცავენ“–შოთა დიღმელაშვილი შეზღუდვების გახანგძლივებაზე

მოძრაობა “სირცხვილიას“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების გახანგრძლივებას არაპროპორციული ძალის გამოყენებას უწოდებს და...

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და აცხადებენ რომ მათ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო