საქართველოში ევროკავშირის მარცხის შემდეგ, ამერიკა უნდა ჩაერთოს – Washington Examiner

“საქართველოში ევროკავშირის მარცხის შემდეგ, ამერიკა უნდა ჩაერთოს”, – ამ სათაურით აქვეყნებს, ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ი ტომ როგანის წერილს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

სტატიის ავტორი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარუმატებლობის შემდეგ, დროა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს, რადგან მიმდინარე პროცესებით მხოლოდ ვლადიმერ პუტინია გამარჯვებული.

“საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მოლაპარაკებების ჩაშლა ვლადიმირ პუტინის მოულოდნელი გამარჯვება და ადამიანის უფლებების, დემოკრატიის დამარცხებაა.ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული ერთკვირიანი დისკუსიების შემდეგ, მმართველმა ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კრიზისიდან გამოსავლის ძიების მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.საეჭვო იურიდიული საფუძვლით ნიკა მელიას დაკავება მთავრობის ძალაუფლების ავტორიტარული კონსოლიდაციის მცდელობა იყო. მელიას დაკავებას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

მთავრობას ნომინალურად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა რეალურად მართავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.ბიძინა ივანიშვილი, კრონი კაპიტალისტი, რომელმაც პუტინის კეთილგანწყობა მოიპოვა, არაფრად აგდებს ოპოზიციას და ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. ოლიგარქის ნეგატიური გავლენა იგრძნობა როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკის სფეროში. რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, მოახდინოს საქართველოს დემოკრატიის დესტაბილიზაცია, პროცესში მკვლელობების მცდელობით, ასევე დაუსჯელი რჩება.

ევროკავშირი შუამავლობით და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით ამ საკითხების მოგვარებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა. მთავრობამ უარი თქვა ახალი არჩევნების დანიშვნასა და მელიას გათავისუფლებაზე. ერთადერთი რაც ევროკავშირმა მოახერხა, არის ვიდეოს მომზადება, სადაც ჩანს თუ როგორ სეირნობს კრისტიან დანიელსონი შენობის ირგვლივ. ეს სერიოზული მარცხია ევროკავშირის სანდოობისთვის. როგორც კვირის დასაწყისში ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Financial Times- ს, “თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამიერკავკასიის პატარა ქვეყანას, რომელსაც სურს ჩვენს ორბიტაზე ასოცირება, მაშინ რა ჯანდაბა შეგვიძლია?!” – კარგი კითხვაა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ, თუ იგი სერიოზულად ეკიდება თავის რიტორიკას დემოკრატიის დაცვაზე, ნაბიჯები უნდა გადადგას. საქმე ეხება ახალგაზრდა დემოკრატიის შესაძლებლობებს, გადარჩეს ჩამოყალიბების წლებში, დიდი შიდა და საგარეო ზეწოლის პარალელურად.

შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, მათ შორის უშუალოდ ივანიშვილზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს თბილისში. თუ ის ამას არ იზამს, კიდევ უფრო გამოეთხრება ძირი პროდასავლური ხალხის მისწრაფებებს და გაზრდის პუტინის დამღუპველ გავლენას”, – წერს ტომ როგანი.

საქართველოს მადლობელი ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ფასილიტაციისთვის – ბლინკენი

""აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას"- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო...

აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას –...

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში...

კრისტიან ერიქსენი გადარჩა – მდგომარეობა სტაბილურია

დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთი ლიდერის, კრისტიან ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

კრისტიან ერიქსენს მოედანზე გულის შეტევა დაემართა – მას ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ

დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთ ლიდერს კრისტიან ერიქსენს სტადიონზე გულის შეტევა დაემართა....

ვაფასებთ ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

''ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში'' -...

საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში...

“ჩავარდნილი სპექტაკლის რეჟისორი გამოვარდა სცენაზე და თქვა, რომ ეს მართლა ხელოვნებაა”– მარგველაშვილი ივანიშვილ–გახარიაზე

"რეჟისორი გამოდის სცენაზე და ჩავარდნილ პრემიერაზე გვიმტკიცებს, რომ არა, იცოდეთ, რომ ეს გახარია არ...

ბიძა რომელიც მოწმეს ჩვენების მიცემის გამო ემუქრებოდა დაკავებულია – პროკურატურა ნინოწმინდაზე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, გ.ჩ.-ს მიმართ მუქარისთვის მის ბიძას, ჩ.გ.-ს...

რეგიონებში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს მოქალაქემ სილა გააწნა. ნახეთ ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში ვიზიტისას სილა გააწნეს. ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანს, როგორ მიდის მაკრონი ჯებირთან ვალანსის გარეუბანში ერთ–ერთ კომუნაში ვიზიტისას...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

„იმ ადამიანმა თეატრი შემაძულა” – ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუაზე

"იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ" - ეს განცხადება, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა, "პრაიმტაიმთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თეატრიდან...