“საქმეს აჭიანურებენ, რადგან ხელს აფარებენ” – ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს, მთავარ პროკურატურასთან აქციას აანონსებს. აქციის მოთხოვნა იქნება, გამოქვეყნდეს 27 აგვისტოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოს სრული ჩანაწერი, რომელშიც სუს–ის 3 ავტომობილი გადაადგილდება.

“2 საათზე გვაქვს აქცია მთავარ პროკურატურასთან. 45 დღე გავიდა და არაფერი პასუხი არაა ჯერ, არაფერზე, არც ერთ კითხვაზე. ვეძებ ჩემი შვილის მკვლელს, მინდა საქმე გაიხსნას, ესენი კი აჭიანურებენ, არ აწყობთ, რადგან ხელს აფარებენ. FBI-ის ჩამოყვანაც არ აწყობთ”,– აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

მთავარმა პროკურატურამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყება ირწმუნება, რომ ეს 3 ავტომობილი გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პროკურატურის განცხადებით, ეს ავტომობილები ამ მარშურუტით ყოველდღიურად დადიან.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, მისი თქმით, შავნაბადას ბაზიდან საიდუმლო გზა გადის მაწევანამდე, ამიტომ პროკურატურამ სრული ჩანაწერი უნდა გამოაქვეყნოს.

 

ქუთაისში კორონავირუსით 62 წლის ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და კლინიკაში...

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო...

რა შეზღუდვები ამოქმედდა 28 ნოემბრიდან საქართველოს მაშტაბით. ყველა კითხვა და ყველა პასუხი

28 ნოემბერს 24 საათიდან საქართველოს მაშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით  28 ნოემბრიდან -...

დაავადება გადატანილი პაციენტები 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან. "ძალიან კარგი ავტორიტეტული...

ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ – გამყრელიძე

"ახლა არ არის წარსულზე ლაპარაკის დრო, ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ "- ...

მცხეთაში მიმავალი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა – დაღუპულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მცხეთაში მიმავალი მანქანა მტკვარში 30 მეტრის...

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგიმლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. "ივერი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო