საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა–სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა:

“ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია.“–ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

“შეაგინე ბერას” – მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

"შეაგინე ბერას" - მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც ტვ "პირველის"...

სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე -ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

"სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე"- ამის შესახებ,  გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე...

თელავში 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის...

ჩანაწერების ნაწილი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ღარიბაშვილ/ჩუბინიძეს მაღალი თანამდებობები ეკავათ – EMC

"აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას...

ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი...

''ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი''-...

ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული-იოსელიანი ჩანაწერებზე

"ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული" -ამის შესახებ პარტია  "მოქალაქეების''ერთ-ერთი  ლიდერი,...

მიზანი მოლაპარაკების ჩაშლაა, არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას – მდინარაძე ფარულ ჩანაწერებზე

რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ...

2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა – მუსიკოსი

" 2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა "- ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო