საჯაროდ უწმენდენ კაბინას, გვყავს ადამიანი, რომლის ჯანმრთელობასაც უფრო წინ აყენებენ ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის – ბოკერია ივანიშვილზე

“ყველას გვაჩვენეს, სხვა ხალხი რომ მიდის იმათი სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია სისტემას და ივანიშვილს უფრთხილდებიან და საჯაროდ უწმენდენ საარჩევნო ყუთს”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, თუ როგორ გაწმინდეს და დეზინფექცია გაუკეთეს მისთვის საარჩევნო ყუთს. ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი რამ ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას, ყველაფერზე მაღლა დგას, რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას და უფლებებს. ეს ხდება საჯაროდ, უტიფრად. არც დაუმალიათ, გვაჩვენეს, რომ ეს ასეა. ცოტა ხნის წინ აქციაზე ორუელის “ცხოველების ფერმა” მიიტანეს და იქ ამის მსგავსი კონტექსტი იყო, როცა საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრები არა თუ არ შეუშვეს, არამედ გარეთ დააჯარიმეს, როცა ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის გამორჩეული სამარცხვინო „კლოუნი“ კობახიძე იყო ამ მატჩზე. ეს არის ამ ამბის გაგრძელება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების უფლებებს, ჯანმრთელობას, ინტერესებს ფასი არ აქვს. ეს არის შეხსენება, როგორ სახიფათო ზღვარზეა მისული ვითარება ივანიშვილის გამო. ეს არის შეხსენება, როგორი ეროვნული და სასიცოცხლო ინტერესია, რომ ეს კაცი ძალაუფლებას ჩამოვაშოროთ და არასდროს არ დავუშვათ, ვინმე ასე ექცეოდეს ჩვენს საზოგადოებას”,- განაცხადა ბოკერიამ.

ზელენსკიმ AstraZeneca-ს ვაქცინა წელს ზემოთ შიშველმა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის აცრის დროს...

“მოლაპარაკების ჩაშლის საბაბას არ მივცემთ” – ოპოზიცია აქციების ფორმას ცვლის

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, რადგან ხელისუფლებას...

დემოკრატიის ფასადის უკან ოლიგარქია, თეთრი სახლისგან ქმედებებს ველი – ფუკუიამა

წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში არსებულ...

გუშინ, შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, დღეს ისე რა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეხვედრიდან მეორე დღეს მოლაპარაკების მაგიდის...

პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გარეთ გამოუშვას – ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა "მოიგონოს" იმისათვის, რომ...

დადგება დრო, როცა გვექნება ჭარბი ვაქცინა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში დადგება, დრო, როდესაც ჭარბი ვაქცინა გვექნება. რადიო...

ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით რეზულტატის მიღებაზე – ბექა ოდიშარია

ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით რეზულტატის მიღებაზე - ეს განცხადება,ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ...

ოპოზიცია “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

გაერთიანებული ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება. სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიების ლიდერების განხილვის მთავარი თემა, გუშინ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო