სელინ დიონის განუკურნებელი დაავადება: რატომ გააუქმა მომღერალმა ევროპული ტურნე

კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა გამოაცხადა, რომ მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და იძულებულია გააუქმოს მომავალ წელს დაგეგმილი კონცერტები ევროპაში.

54 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე გულშემატკივრებისთვის გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღიარა, რომ მას ახლახან დაუსვეს კუნთების დაჭიმვის სინდრომი, ნაკლებად შესწავლილი პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც კუნთების სპაზმი იწყება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ეს იწვევს ტკივილს, ზღუდავს პაციენტს მობილურობას და ხელს უშლის მის ნორმალურ ცხოვრებას.

“სამწუხაროდ, სპაზმი გავლენას ახდენს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ეს ხდება, როცა დავდივარ, ან როცა ვცდილობ ჩემი ვოკალური იოგები ისე გამოვიყენო, როგორც მიჩვეული ვარ”, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში, სადაც 5,2 მილიონი გამომწერი ყავს.

აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კუნთების სიხისტის სინდრომი მილიონიდან ერთ-ორ ადამიანში გვხვდება. და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ამ დიაგნოზს უსვამენ, მას და მის ოჯახს უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხები, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

სელინ დიონმა თავის მიმართვაში განმარტა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ძლიერი ტკივილი და  ექიმებმა მხოლოდ ახლახან შეძლეს დაედგინათ, რა იწვევს ტკივილს.

“დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემებს ვებრძვი. და ძალიან გამიჭირდა ამ განსაცდელებთან დაპირისპირება და ყველაფერზე ლაპარაკი, რისი გადატანაც მიწევს.მე მყავს ექიმების დიდი გუნდი, რომლებიც მეხმარებიან უკეთ ვიგრძნო თავი და ჩემი ძვირფასი შვილები, რომლებიც მხარს მიჭერენ და მაძლევენ იმედს“, – თქვა დიონმა.

მომღერლის თქმით, ის ყოველდღიურად მუშაობს სპორტულ თერაპევტთან, რათა აღიდგინოს ძალა და ხელახლა გამოსვლის შესაძლებლობა. “მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან რთული პროცესია”, –  აღნიშნა მან.

უკიდურესად იშვიათი დაავადება

მომღერლის ევროპული ტურნე 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მან მისი გაუქმება გადაწყვიტა, რათა ჯანმრთელობას მიხედოს.

“იმედი მაქვს, რომ გამოჯანმრთელების გზაზე ვარ. ამაზე ვარ ორიენტირებული და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოვჯანმრთელდე”, – თქვა სელინ დიონმა.

ამ დროისთვის, მეცნიერებმა არ იციან, კონკრეტულად რა იწვევს კუნთების დაჭიმვის სინდრომს, მაგრამ ისინი მას უკავშირებენ თავის ტვინსა და ზურგის ტვინში სხეულის გარკვეულ არასწორ აუტოიმუნურ რეაქციას.

ამ დაავადების დიაგნოზი რთულია. ის ხშირად ერევათ სხვა დაავადებებში, როგორიცაა პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი.

სიხისტის სინდრომის დიაგნოსტირება შესაძლებელია სისხლის ანალიზით.

დაავადება განუკურნებელად ითვლება, მაგრამ მისი განვითარების შენელებისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ექიმები უამრავ წამალს და სხვადასხვა თერაპიას ნიშნავენ.

სელინ დიონმა კარიერა 1988 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებით დაიწყო, სადაც  შვეიცარიას წარმოადგენდა . მას შემდეგ მან  220 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა მთელ მსოფლიოში და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომერციული შემსრულებელი. მისი სიმღერა My Heart Will Go On ფილმიდან “ტიტანიკი” მსოფლიო ჰიტად იქცა.

2016 წელს დიონმა დროებით შეწყვიტა საკონცერტო საქმიანობა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი და მენეჯერი რენე ანჯელილი ყელის კიბოთი გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ კი მომღერლის უფროსი ძმა დანიელიც გარდაიცვალა სიმსივნით.

მის ცხოვრებაში რთული პერიოდის შემდეგ დიონი სცენას 2019 წელს დაუბრუნდა.

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი "- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის...

არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” –...

"არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" -...

კარასინი–აბაშიძის სკანდალური ჩანაწერი–საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობს

“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე...

ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

"ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და...

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია...

ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...