„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული,მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს – ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს.  მისი თქმით, მსოფლიოში ამ ვაქცინის უკვე 100 მლნ დოზაა გამოყენებული და სერიოზული გვერდით ეფექტები არ გამოვლენილა.

„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდითაა დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მლნ დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და რამე სერიოზული გევრდით ეფექტები არ მოჰყოლია, ამიტომ ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული“,- განაცხადა ელჩმა.კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „სინოფარმის“ წარმოებულმა ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ვერ მიიღოს, ლი იენი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ როგორც „სინოფარმის“, ასევე „სინოვაკის“ ვაქცინები ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ეტაპზე შეფასების ეტაპზეა, როგორც „სინოფარმის“ ასევე „სინოვაკის“ ვაქცინების მიმართ. ბოლო დღეებში ჯანმო-ს მერ გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთოებისა და ეფექტიანობის კუთხით ეს ორივე ვაქცინა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამიტომ დაველოდოთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას“,- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

“გვესმის მინიშნება” – რა უთხრეს კობახიძეს პარტნიორებმა აშშ-ში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო