სისტემური „ლოკდაუნები” არ იქნება, წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ – გახარია

ჩვენი ძირითადი ამოცანა, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მომენტ იქსში სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები, ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის და ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს. აქვე მინდა ბიზნესი დავამშვიდო და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო ქვეყნის მასშტაბით, „ლოკდაუნები” ქვეყანაში არ იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საერთო ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მასშტაბით, სისტემური „ლოკდაუნი” ქვეყანაში არ გამოცხადდება, ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, თუმცა წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.

თბილისში ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ქუჩებზე ტექნიკურ მარილს მერიის თანამშრომლები ხელით...

ჩვეულებრივ ხალხს უზარმაზარი ხარჯები გვიჩნდება, დაყარეთ მარილი! – ელისაშვილი მერიას

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ქუჩებზე ტექნიკური მარილის დროულად დაყრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ჩვეულებრივ...

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ...

თურნავა ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნების საშუალებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომენდანტის საათს "ქმედით ბერკეტს" უწოდებს და შეზღუდვის შენარჩუნებას ამით ამართლებს. "ვინაიდან...

გამოვლინებაა სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა – TI მელიას დაკავებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბერლინის სათაო ოფისი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, ენმ–ს...

როგორა ხარ მოღალატე კაცო?! – მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ აგინა (ვიდეო)

"როგორა ხარ მოღალატე კაცო?! მოგი**ნ სულ ყველაფერი" - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც, საქართველოს...

სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, ნიკა არ მოსულა, ასე როგორ შეიძლებაო – ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი დღეებს ითვლის და მამამისს ელოდება. "ერთადერთი,...

“კოვაქსზე“ დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს, აპლიკაცია ვერ შეავსეს – ჩიხლაძე მთავრობაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ირწმუნება, რომ მთავრობამ "კოვაქს პლატფორმაზე" დოკუმენტაცია ვერ ატვირთა...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო