სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ავთვისებიანი სიმსივნის 50 სახეობის ადრეული გამოვლენა.

მომავალ წელს ტესტირების გავლას ინგლისის 165  ათას მაცხვრებელს შესთავაზებენ. თუ მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა, 2024 წლისთვის ტესტირება მილიონი ბრიტანელისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კვლევა აშშ–შიც ჩატარდება, თუმცა ასეთი ფართო მაშტაბით არა. იქ კომპანია დაახლოებით 62 000 მოხალისის შემოწმებას აპირებს, რომელთა ასაკი 50 წელს აღმატება. აშშ–ში ტესტირება ასევე 2021  წელს დაიწყება, თუმცა ის ფასიანი იქნება.

ბრიტანელების ტესტირებას  ამ მეთოდის შემქმნელი, კალიფორნიაში ბაზირებული ამერიკული კომპანია Grail დააფინანსებს. პირველ რიგში ტესტირებას გაერთიანებული სამეფოს 50–79 წლის მოქალაქეები და ინგლისის საავადმყოფოს რამდენიმე ათასი პაციენტი გაივლის, რომლებსაც ექიმები ონკოლოგიურ სიმპტომებს აღმოუჩენენ. ჯანდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ახალი მეთოდის საშუალებით კიბოს ადრეულ სტადიებში გამოვლენის შემთხვევები 75%–მდე გაიზრდება.

Grail–ის ტესტი, როგორც დამუშავების სტადიაში მყოფი მისი ბევრი ანალოგი, მოლეკულარულ დონეზე მოქმედებს. ეს საშუალებას იძლევა კიბოს ბევრი სახეობა მანამ იქნას აღმოჩენილი, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

“თუ ტესტირების და სისხლის ანალიზის საშუალებით კიბოს დაახლოებით 50 სახეობის აღმოჩენას შევძლებთ, რომელთა მკურნალობა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ძალიან ძნელია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ათასობით პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობის მძიმე პროცედურებს გადიან.“– ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სერ საიმონ სტივენსი.

რამდენიმე დასავლური ქვეყნის მეცნიერები უკვე წლებია მუშაობენ უნივერსალურ ტესტზე. აშშ–ში ანალოგიურ პროექტებზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

ბრიტანეთში არაკომერციული ორგანიზაცია Cancer Research UK , რომელიც ონკოლოგიურ კვლევებს აფინანსებს, ახალი ტესტის გამოცდას მიესალმება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არ არის.

ბრიტანელ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ჯანდაცვის სამსახურმა არ უნდა დააფინანსოს ისეთი ტესტები, რომელთა ეფექტურობა ჯერ არ დამტკიცებულა.

Galleri–ს მეთოდის საბოლოო შედეგები 2023 წლისთვის შეჯამდება.

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო