“სტრასბურგის ზოოპარკიდან წეროს კვერცხები წაიღო” – NY TIMES-ის სტატია “ხეებით შეპყრობილ“ ივანიშვილზე

“ხეების სიყვარული თუ ძალის დემონსტრირება?” – New York Times-ი “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ამ სათაურით  სტატიას აქვეყნებს. მასში საუბარია “ხეებით შეპყრობილ” ოლიგარქზე და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკზე, რომელიც ივანიშვილმა 2020 წელს გახსნა.

“ყოფილი პრემიერ მინისტრი, მილიარდერი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა. მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ისევ ფლობს მნიშვნელოვან ძალაუფლებას. დავას არ ექვემდებარება შემდეგი: ის ხეებით არის შეპყრობილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანები სიურეალისტური სანახაობის მომსწრენი გახდნენ: გიგანტური, ზოგჯერ ასწლოვანი ხეები შავ ზღვაში ვერტიკალურად დაცურავდნენ. შთამბეჭდავი მაგნოლიები, ტიტის ხეები და სხვა საოცარი ჯიშები წლის ზედაპირზე მიცურავდნენ, მათი ძლიერი, ფართოდ გაშლილი ტოტების პროცესია კი ერთდროულად პოეტურად და არანორმალურად გამოიყურებოდა.

ბარჟებზე დამაგრებული ხეები ბუქსირებით გადასარგავად გადაჰქონდათ პარკში, რომელიც ექსცენტრიულმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ააშენა. ადამიანმა, რომელიც ბევრი ქართველის აზრით, დღემდე ფლობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაუფლებას მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პოლიტიკიდან წავიდა და ქველმოქმედებაზე ფოკუსირდა.

პარკში სულ 200 ხე ჩაიტანეს, რომლებიც კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს ღარიბ სოფლებში და უდაბურ ტყეებში ამოთხარეს. ბატონმა ივანიშვილმა პერსონალურად შეამოწმა შერჩეული ხეების უმრავლესობა. დაახლოებით ნახევარი პარკში ბარჟებით წაიღეს, მეორე ნახევარი – სატვირთო მანქანებით. მდინარეების კალაპოტები გააფართოვეს, მატარებლები კი გააჩერეს, რომ მათთვის გზა დაეთმოთ, რასაც ქართველები იმის მტკიცებულებად თვლიან, რომ ივანიშვილს ჩინოვნიკების გადაადგილებაც ისევე დაუსჯელად შეუძლია, როგორც ხეების.

პუბლიკისთვის 2020 წლის ზაფხულში გახსნილი ივანიშვილის პარკი იშვიათი საჯარო გამოვლინებაა მისი ფარული, თუმცა დამთრგუნველი არსებობისა საქართველოში. მას მთავრობაში ოფიციალური როლი არ აქვს, მაგრამ მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ 65 წლის ივანიშვილს ძველებურად უზარმაზარი გავლენა აქვს კულისებიდან. “ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ადამიანის ხელში და, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა“– ამბობს მისი ყოფილი მოკავშირე, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერის პოსტიდან თებერვალში წავიდა და განაცხადა, რომ მილიარდერის კონტროლი მეტისმეტად მახრჩობელაა.

შეკვეთილის დენდროპარკი შავი ზღის სანაპიროზე ბატონი ივანიშვილის ექსტრავაგანტულ გემოვნებას ასახავს. მისი გრაგნილისებური განლაგება, ვარდისფერი ფლამენგოებით, პელიკანებით და სხვა ეგზოტიკური ფრინველებით სავსე ტბორის გარშემო პროექტის მენეჯერის, პაატა სულაბერიძის თქმით, პირადად მან დააპროექტა. პარკს ივანიშვილის მამულისგან ჯაჭვის ღობე ყოფს. პარკში შესვლა უფასოა.

ქართულ საქმიან ჟურნალთან ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ პარკი ათეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა წარწერები იმის შესახებ, რომ ეს არის კერძო საკუთრება, ყველგან არის. ყველგან დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის კამერები, ყოველი ხის წინ კი მოძრაობის დეტექტორები დგას. უყურე, მაგრამ შეხება არ გაბედო – ეს მესიჯი გაზონსაც ეხება. მცველები რუპორებით სასწრაფოდ აფრთხილებენ ურჩებს. ამის მიუხედავად, ბევრი ვიზიტორი ამბობს, რომ პარკი მოსწონს.

“შესაძლოა ეს არასწორია, მაგრამ თუ ეს ხეები აქ თავს კარგად გრძნობენ, რატომაც არა? რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გააკეთა. ამბობენ რომ დილით მოდის,რათა ენერგიით აღივსოს, რომელსაც ხეები გამოყოფს.“ – ამბობს 19 წლის ნუცა. არსებობს ბევრი თეორია, თუ რატომ არის ივანიშვილი ასე გატაცებული ხეებით. ბევრი ქართველი თვლის, რომ ის დრუიდია და ხეებს თაყვანს სცემს.

ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში ივანიშვილის ხეებით გატაცებაში უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ბუნების სიყვარულია: “ჩემთვის მოტივტივე ხე ძალის, სიმბოლო იყო, სურვილის სიმბოლო, ნებისმიერ ფასად მიაღწიოს ასურველს.“– ამბობს ჯაში, რომელმაც პარკის პროექტზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ბატონი სულაბერიძე, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს, ასეთ ვარაუდებს უარყოფს. მისი თქმით, მის ბოსს უბრალოდ ხეები უყვარს.

ბევრი ქართველი ამბობს, რომ მადლობლები არიან ბიძინა ივანიშვილის, რომ პარკში უფასო შესვლის უფლება მისცა. ამ დროისთვის პარკს უკვე 1.5 მილიონი სტუმარი ჰყავდა. მას ასევე აღმერთებდნენ საქველმოქმედო საქმიანობის გამო, მათ შორის, ქართველი მხატვრებისა და პოეტებისთვის სტიპენდიების გადახდისთვის. “ხალხს არ ესმის, რომ ის ასე ბევრი რამით დაეხმარა საქართველოს,”– ამბობს როსტომ ბოლქვაძე, ბათუმელი მეწარმე, რომელიც პარკში სტუმრად ჩამოვიდა.

თუმცა, ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები მას ფეოდალს ადარებენ, რომელიც ადამიანებს სიმდიდრის წვეთებს აშხეფებს, რომ მათი კეთილგანწყობა იყიდოს. ისინი ამტკცებენ, რომ ივანიშვილის გადადგომა ფიქციაა. “ის არსად ჩანს, თუმცა სიმართლე ის არის, რომ ის ყველგან არის“,– ამბობს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი.


ივანიშვილმა ქონება რუსეთში იშოვა, სადაც მეტალურგიული და საბანკო იმპერია შექმნა ქაოტური პოსტსაბჭოური პერიოდისას. მისი ქონება ამჟამად 6 მილიარდ დოლარად ფასდება, რაც საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს აღემატება. ბევრი ქართველი ვარაუდობს, რომ კრემლი არასოდეს მისცემდა ასეთ სიმდიდრეს ქვეყნის დატოვების უფლებას, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ფული საქართველოში გავლენის საყიდლად იქნებოდა გამოყენებული.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვის რუსეთის და თურქეთის “ველიკოძერჟავული“ ამბიციების პირისპირ. ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. წლების საზღვარგარეთ გატარების შემდეგ სააკაშვილმა სექტემბერში ქვეყანაში დრამატული და მოულოდნელი დაბრუნება გადაწყვიტა. ამჟამად კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა ბრალდებებით ციხეში ზის. ბატონი სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტობისას ცდილობდა საქართველოს მისი საბჭოთა წარსულისგან დისტანცირებას, საკუთარ თავს პუტინის პატიმარს უწოდებს და ამბობს, რომ ბატონი ივანიშვილი კრემლის ლაქიაა.

პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ბატონი ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან. მისი იდეა იყო გასულიყო სისტემიდან და დაეტოვებინა მთავრობისთვის ისეთი სისტემა, რომელიც ამაზე იზუნებდა და მას შეეძლებოდა, განზე გამდგარიყო – ამბობს ხელაშვილი. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა უარი თქვეს არაერთ თხოვნაზე ამ სტატიისთვის ინტერვიუ მოეცათ. თუ მისი როლი ამჟამად ბუნდოვანია, იყო დრო, როცა ბატონი ივანიშვილი ძალიან ღია და შესაჩნევ როლს თამაშობდა ემოციურად დატვირთულ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, სადაც ამომრჩეველი ყურადღებით აკვირდება კანდიდატის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ.

როგორც პოლიტიკური პარტიების კოალიციის ლიდერმა, მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო და 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე პრემიერის პოსტი ეკავა. ამ ხნის განმავლობაში ის მიჰყვებოდა საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროპაში შესვლისკენ, თუმცა ამავე დროს ცდილობდა მოსკოვთან ურთიერთობაში პრაგმატული ყოფილიყო. მისი კოალიციის კამპანია მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლის პარტიის დამარცხებამ ის აიძულა, უკან დაეხია და მალე ქვეყნიდან წასულიყო.

როგორც ამ თვეში ყაზახეთის სისხლიანმა პროტესტმა აჩვენა, ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძალაუფლების გადაცემა ხშირად ქაოტური და ძალადობრივი იყო. ივანიშვილის მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ ივანიშვილი ნებაყოფლობით წავიდა პრემიერის პოსტიდან ერთი წლის შემდეგ და ამას იმის მტკიცებულებად თვლიან, რომ ის ძალაუფლების წყურვილს არ განიცდის. ამჟამად ბატონ ივანიშვილს ყველაზე მეტად მისი ექსცენტრიული გატაცებები აწუხებს, რომლებიც ზოგჯერ პრემიერის პოსტზე მისი ყოფნისასაც ვლინდებოდა.

დეპუტატი ახვლედიანი, რომელიც 2013 წელს მჭიდროდ თანამშრომლობდა ივანიშვილთან მისი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა მოგვიანებით მას დაშორდა, იხსენებს, როგორ აინტერესებდა ყველაზე მეტად ქალაქის ზოოპარკი ბიძინა ივანიშვილს სტრასბურგში პირველი ოფიციალური უცხოური ვიზიტისას, სადაც მან წეროს კვერცხებიც იყიდა და სახლში წაიღო.

მართალია ხეებით გატაცება შესაძლოა უწყინარად ჩანდეს, თუმცა ეს შესაძლოა მთლად ის შემთხვევა არ იყოს: ამსტერდამში მდებარე ვრიეს უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი, ტობი კირსი ამბობს, რომ როცა ბატონი ივანიშვილის განზრახვის შესახებ გაიგო, რომელიც ხეების ამოთხრას ეხებოდა, ფიზიკური ტკივილი იგრძნო: “ასობით წლის განმავლობაში ეს უძველესი ხეები საკუთარი უნიკალური მიწისქვეშა ეკოსისტემების კულტივირებას ახდენდნენ, მათ შორის ვრცელ სოკოვან ქსელებს, რომლებიც ხეს ამყარებდნენ და მხარს უჭერდნენ იმ დროიდან, როცა ის პაწაწინა იყო. როცა ხეს ფესვიანად გლეჯენ, ეს სიცოცხლის უზრუნველყოფის მთელ სისტემას გლეჯ და მის ნაცვლად უნაყოფო სიცარიელეს ტოვებ.

ვალენტინა სლობოდენიუკს კი გიგანტური სეკვოიას და გინკგო ბილობას ხეების ნაცვლად ზღვის ხედი დარჩა, მას შემდეგ, რაც ისინი ივანიშვილმა საკუთარ პარკში წაიღო. მისი თქმით, ხეები მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, სეკვოია კი წვიმის დროს კარგი თავშესაფარი იყო. ქალბატონი სლობოდენიუკი ხეებს ახლა მათ ახალ სახლში სტუმრობს. “ძალიან მენატრებიან“– ამბობს ის”,– წერია New York Times-ის სტატიაში, რომლის ავტორია ივან ნაჩეპურენკო.

მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარიკაცის გვამს მაცივარ-ვაგონებში ვინახავთ – უკრზალიზნიცია

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია "უკრზალიზნიცია" აცხადებს, რომ მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარს მაცივარ-ვაგონებში...

ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია რუსული ჯარების სრულად გაყვანამდე – პოდოლიაკი

"ნუ შემოგთავაზებთ ცეცხლის შეწყვეტას - ეს შეუძლებელია რუსული ჯარების სრული გაყვანის გარეშე. უკრაინული საზოგადოება...

უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი

კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება...

აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა...

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...