სუს-ში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით. ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩერგოლეიშვილი რომ აჩვენო დასავლეთს და ვისაუბროთ გაწონასწორებულობაზე – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიასა და ნინო...

ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები ოცნებამ მოიგო, რატომ ვევაჭრებით [ოპოზიციას]? – ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამიტომ მმართველი პარტია...

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია -ფუკუიამა

"საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია "- ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" წამყვანმა ამერიკელმა ...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის...

ზელენსკიმ AstraZeneca-ს ვაქცინა წელს ზემოთ შიშველმა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის აცრის დროს...

“მოლაპარაკების ჩაშლის საბაბას არ მივცემთ” – ოპოზიცია აქციების ფორმას ცვლის

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, რადგან ხელისუფლებას...

დემოკრატიის ფასადის უკან ოლიგარქია, თეთრი სახლისგან ქმედებებს ველი – ფუკუიამა

წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში არსებულ...

გუშინ, შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, დღეს ისე რა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეხვედრიდან მეორე დღეს მოლაპარაკების მაგიდის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო