მედია პარლამენტის წინააღმდეგ -საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

მედია  პარლამენტის წინააღმდეგ –  მთავარი არხის,  ტელეკომპანია პირველის, ტელეკომპანია კავკასიის და  ფორმულას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ  არსებითად განსახილველად მიიღო. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით,  „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებას. GDI -ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებას  და არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“ და „შპს ფორმულა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“

მოსარჩელეები, რომელთა ინტერესებს სასამართლოში GDI წარმოადგენს, დაობენ, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი)  და არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები მაუწყებელს ავალდებულებს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან არასრულწლოვნის დაცვას და უკრძალავს მსგავსი ინფორმაციის შემცველი პროგრამის გადაცემას. ამდენად, სადავო ნორმები მოსარჩელეებს ართმევს ან/და უზღუდავს შესაძლებლობას, მათთვის სასურველი საშუალებით/სასურველ დროს გაავრცელონ კონკრეტული შინაარსის მქონე ინფორმაცია. მოსარჩელეთა აზრით ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით მიღებული რეგულაციები ბუნდოვანია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შინაარსობრივ რეგულირებას დაექვემდებაროს გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტიც, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის.  ამასთან, სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა ერთი მხრივ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია, მეორე მხრივ კი შეიცავს ცენზურის ნიშნებს.  იგი მაუწყებლებს აიძულებს, უწყვეტ კოორდინაციაში იყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დააზუსტონ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი, ვინაიდან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ნებისმიერ დროს აქვს მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების ბერკეტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად მიიღო სარჩელის ძირითადი ნაწილი, თუმცა, ჩათვალა, რომ შემოქმედებითი თავისუფლების (კონსტიტუციის მე-20 მუხლი) დაცვის სფეროს ქვეშ არ ექცევა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, არამედ ის დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. დამატებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უკვე არაერთხელ გამოიყენა გასაჩივრებული ნორმები და პასუხისმგებლობა დააკისრა არაერთ ტელეკომპანიას სადავო ნორმების საფუძველზე. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, რათა არ გაიზარდოს კომისიის მხრიდან მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკები.

GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე შემდგომ საქმიანობას, მათ შორის ამ სარჩელზე წარმომადგენლობას ახორციელებს ევროპული დემოკრატიის ფონდთან (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით პროექტის „„მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“  ფარგლებში.”- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირს დასჭირდება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვა – კრამონი

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ პირობას არღვევს. შეთანხმების ანულირება არღვევს ნდობას...

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე,...

რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა,...

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა – სია

ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტში კანდიდატები არიან: რუსთავი...

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

ბათუმში ბერლინელ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბერლინელი დიჯეის, Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ის Instagram-ზე...

გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

100+ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დამარცხა და ვერცხლის...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...