უფლებამოსილების გადამეტება – ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

“გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო