ტრამპის წინააღმდეგ “კრიმინალური გამოძიება“ დაიწყო. რა ემუქრება აშშ–ს ყოფილ პრეზიდენტს

ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ  აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კუთვნილი კომპანიის, Trump Organization–ის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული გამოძიება ახლა უკვე “კრიმინალურ შემადგენელსაც შეიცავს.“ რა ბრალდება შეიძლება ამ საქმის გამო ტრამპს წაუყენონ?

იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენონ, ოფიციალურად განაცხადეს ნიუ იორკის შტატის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის ოფისში.

პროკურატურის წარმომადგენლის თქმით  Trump Organization–ის წინააღმდეგ ორი წლის მანძილზე მიმდინარე გამოძიებაში უკვე “კრიმინალური შემადგენელი“ გამოჩნდა:

“ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ    Trump Organization–ს, რომ ჩვენი გამოძიება ამ კომპანიის მიმართ უკვე აღარ არის სუფთა ადმინისტრაციული. ახლა მანჰეტენის პროკურატურასთან ერთად აქტიურად ვიძიებთა შესაძლო სამართალდარღვევების კრიმინალურ შემადგენელს“ – თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა, ფაბიენ ლევიმ.

დეტალების დაზუსტებისგან პროკურატურა ჯერჯერობით თავს იკავებს და მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ ტრამპის კომპანიას შეტყობინება ჯერ კიდევ ამ წლის აპრილში გაეგზავნა.

რაშია ტრამპი ეჭვმიტანილი

ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ ტრამპის ორგანიზაციის მიმართ ადმინისტრაციული გამოძიება 2019 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა კონგრესის სპეციალურ მოსმენაზე ჩვენება მისცა.

საქმის აღძვრის საფუძველი გახდა კოენის განცხადებები იმის შესახებ, რომ ტრამპის კუთვნილი კომპანია წლების მანძილზე სადაზღვევო კომპანიებს და ბანკებს ატყუებდა და მცდარ ინფორმაციას აწვდიდა ორგანიზაციის მიერ კონტროლირებული აქტივების რეალურ ღირებულებაზე. ამგვარად, ფირმა ახერხებდა საბანკო კრედიტების მიღებას და ამცირებდა დასაბეგრი ბაზის მოცულობას.

მანამდე ერთი წლით ადრე ტრამპის მიმართ საკუთარი გამოძიება დაიწყო მანჰეტენის პროკურორმა საირუს ვენს უმცროსმა და შეამოწმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა საიდუმლოდ გადაუხადა ფული პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს სიჩუმისთვის. ქალი ამტკიცებდა, რომ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან, მოგვიანებით კი ინფორმაციის გაუხმაურებლობისთვის 130 ათასი დოლარი მიიღო.

საიდუმლო გადახდები პროკურატურაში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევად ჩათვალეს. მოგვიანებით პროკურორმა მანჰეტენის სასამართლოს რამდენიმე განცხადება გადასცა და დააკონკრეტა, რომ პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გარდა მისი თანამშრომლები სწავლობდნენ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს, მათ შორის ფინანსურ თაღლითობას, სადაზღვევო კომპანიების მოტყუებას და გადასახადებისგან თავის არიდებას.

ბოლო ორი წლის მანძილზე მანჰეტენის და ნიუ იორკის შტატის პროკურორებმა ძალისხმევა გააერთიანეს, რაც აშშ–ში უპრეცედენტო შემთხვევაა. როგორც წესი, რაიონული და შტატის პროკურატურები  ერთმანეთის კონკურენტები არიან, ცდილობენ არ გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია და გამოძიებისას არ ითანამშრომლონ.

ბოლო ორი წლის მანძილზე პროკურორებმა მიაღწიეს წვდომას ტრამპის ორგანიზაციის ბოლო რვა წლის  საგადასახადო ანგარიშებზე და სხვა ფინანსურ დოკუმენტებზე.

პროკურორებმა უკვე დაკითხეს ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ერიკ ტრამპი, რომელიც ოჯახური კომპანიის ვიცე პრეზიდენტი იყო, ასევე  Trump Organization–ის ტოპ მენეჯერი ალენ ვეისელბერგი და ფირმის სხვა თანამშრომლები.

დაიკითხებიან კომპანიის კონტრაქტორებიც.

ამერიკელი იურისტების აზრით, გენერალური პროკურორის განცხადება გამოძიების “კრიმინალური შემადგენლის“ შესახებ მოწმობს, რომ გამომძიებლებმა შეძლეს სისხლის სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოეპოვებინათ.

თუმცა ჯერჯერობით ვერავინ პროგნოზირებს, კონკრეტულად როდის შეიძლება წარუდგინონ ყოფილ პრეზიდენტს ახალი ბრალდებები.

როგორი იყო ტრამპის რეაქცია?

ახალი გამოძიების შესახებ ინფორმაციის საპასუხოდ ყოფილი პრეზიდენტის ოფისმა  განცხადება გაავრცელა და პროკურორების ქმედებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა:

“არაფერი ა უფრო კორუმპირებული, ვიდრე გამოძიება, რომლის მიზანი დანაშაულის სასოწარკვეთილი ძიებაა. სწორედ ეს ხდება სინამდვილეში. ნიუ იორკის პროკურატურა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაანგრიოს ტრამპის პოლიტიკური მონაპოვარი, მათ შორის თითქმის 75 მილიონი ამერიკელის ნება, რომლებმაც მას მისცეს ხმა“–ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ რა ემუქრება ტრამპს?

ამ დრომდე აშშ–ს არცერთი ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ ყოფილა,მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურს აბსოლუტური იმუნიტეტი მხოლოდ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას იცავს. თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ის კერძო პირი ხდება.

გაზეთმა Washington Post–მა დათვალა, რომ ამჟამად ტრამპის წინააღმდეგ 29 სასამართლო სარჩელი არსებობს.

ამ სიაშია: მხარდამჭერების წაქეზებასთან დაკავშირებული სარჩელი, რასაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმი მოჰყვა, ასევე პრეტენზიები, რომლითაც სასამართლოს კონგრესის წევრებმა და ზოგიერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიმართეს. ისინი პრეზიდენტს არჩევნების შედეგების გადახედვის უკანონო ინიცირებაში სდებენ ბრალს.

ორი სასამართლო საქმე დაკავშირებულია სექსუალურ შევიწროებასთან. რამდენიმე სარჩელი იმ შენობების არენდატორების არის, რომლებიც ტრამპის კომპანიას ეკუთვნის. არის საჩელები ფინანსურ თაღლითობასა და გადასახდებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით.

სოლოლაკში 11 წლის მოზარდს ეძებენ

სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძე დაიკარგა, მას ამ წუთებში პოლიცია და ოჯახის წევრები...

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს....

გვაქვს ინიციატივა, ქვეყანა ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ – ამილახვარი

"განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც...

შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? როდის შემოიჭერთ ქამრებს? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

"მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოიჭერს მთავრობა ქამარს. მისი თქმით, ოცნებობს ქვეყანაზე,...

მედია პარლამენტის წინააღმდეგ -საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

მედია  პარლამენტის წინააღმდეგ -  მთავარი არხის,  ტელეკომპანია პირველის, ტელეკომპანია კავკასიის და  ფორმულას სარჩელი საკონსტიტუციო...

წლის ბოლომდე 4 მლნ დოზა ვაქცინას მივიღებთ, რაც საკმარისია 60%-ის ასაცრელად – პრემიერი

"დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ...

მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ბიუჯეტიდან მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს...

ივლისის პირველ კვირაში შემოვა სინოფარმი, სინოვაკი და ფაიზერი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა, რომ ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...