უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსულ სარაკეტო სისტემებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
ერთი ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა მთლიანად განადგურდა და სერიოზულად დააზიანა ორი. სამიზნე იყო რუსეთის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე გასროლა სცადა. ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობაში, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის კონცენტრაციის ადგილზე.
რუსეთის არმიის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, ბრიანსკის რეგიონის ქალაქ კლინციდან, ცდილობდა ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის სავარაუდოდ, კიევის დაბომბვას.
ეფექტიანის დაზვერვის წყალობითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეები წარმატებით დაიბომბა. ერთი რუსული სარაკეტო სისტემა აფეთქდა, კიდევ ორი სავარაუდოდ დაზიანდა.
დარტყმის შედეგები დგინდება”, – ნათქვამია განცხადებაში.