უკრაინაში ომი შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს, რომელსაც ცივილიზაცია ვერ გადაურჩება – ჯორჯ სოროსი

ამერიკელი ფინანსისტი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი თვლის, რომ ადამიანურმა ცივილიზაციამ რუსეთ–უკრაინის ომი შესაძლოა ვერ გადაიტანოს, რადგან არის რისკი, ის ლოკალური კონფლიქტიდან მსოფლიო კონფლიქტად გადაიქცეს.

რუსეთ–უკრაინის ომზე მილიარდერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.

ჯორჯ სოროსს გამოცემა ბლუმბერგი ციტირებს:

“სხვა საკითხები, რომლებიც მთელ კაცობრიობას ეხება – პანდემიებთან და კლიმატის ცვლილებელთან ბრძოლა, ბირთვული ომის თავიდან აცილება, გლობალური ინსტიტუტების მხარდაჭერა – ამ ომთან შედარებით მეორე პლანზე გადადის. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ადამიანური ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადარჩეს.“–თქვა მან.

სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ სოროსმა რუსეთს და ჩინეთს ცივილიზებული მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა. მისი თქმით, ამ სახელმწიფოების ლიდერებმა “წარმოუდგენელი შეცდომები“ ჩაიდინეს. სოროსის აზრით პუტინი შეცდა, როცა ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინაში ისე შეხვდებოდნენ, როგორც გამათავისუფლებელს. სი ცზინპინი კი “ნულოვანი კოვიდ19–ის“ პოლიტიკას იცავდა, რომლის დაცვა სინამდვილეში შეუძლებელია.

სოროსის თქმით, ჩინეთში რეგულარული კარანტინის შემოღება არღვევს მიწოდების ჯაჭვს, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში ინფლაციის ზრდა  და გლობალური დეპრესია გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში რუსეთი ჯორჯ სოროსს უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნაში ადანაშაულებდა. რუსი პროპაგანდისტების კრიტიკის ობიექტი სოროსთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის – Pfizer–ის მწარმოებელი  კომპანიაც გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით უკრაინაში ბიოლაბორატორიების მუშაობაში ფარმაცევტული კომპანიები Moderna, Merc, Gilead, ასევე კლინტონების, როკფელერების, სოროსის და ბაიდენის ფონდები, ასევე პოლონეთი და გერმანიაც მონაწილეობდნენ.

ჩვენ გვახსოვს სოხუმის დაცემის დღე – ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან...

ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკანოიძე

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია...

სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს კონსტიტუციის დარღვევა – თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტებზე

“ახლა, სრულად შეთანხმებულად უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც...

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა....

არაა პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება ქვეყნის სახელით სადმე წავიდეს – კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის...

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა -მელია ენმ-ს დატოვებაზე

"ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ...

პრეზიდენტმა არია ეს საკითხი -პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე

ტექნიკური საკითხია, ვადა რამდენი აქვთ, ეს შეუძლიათ, თავად განმარტონ. მთავარი ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ერთ...

საქართველო უნდა შეუერთდეს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის EU-ს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ...

„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...