უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება

უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება – ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძანება გასცა, სამხრეთის რეგიონები დაეკავებინათ. რეზნიკოვმა დასძინა რომ შეტევა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის მეშვეობით გაძლიერდება.

  • “უკრაინა საბრძოლო ძალებს აგროვებს, რათა სამხრეთ ნაწილში მდებარე თავიანთი ტერიტორია რუსეთისგან დაიბრუნონ”. – თქვა ოლექსეი რეზნიკოვმა.