უკრაინის კონტრშეტევა ჩრდილო–აღმოსავლეთში სუნთქვის შემკვრელია–ბრიტანელი ექსპერტის ანალიზი

ლონდონის სამეფო კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის დირექტორი, ანალიტიოსი სემ გრინი ვრცელ ანალიზს უძღვნის ტვიტერზე რუსეთ უკრაინის ომს და ხარკოვის კონტრშეტევას:

“უკრაინის კონტრშეტევა ჩრდილო–აღმოსავლეთში და ერთ დღეში იმ ტერიტორიების გათავისუფლება, რომელთა დაპყრობისთვის რუსეთს თვეები დაჭირდა–სუნთქვის შემკვრელია. და შთამაგონებელიც კი. მაგრამ ამ ამბებმა გამოფხიზლების ფუნქციაც უნდა შეასრულოს. ყველაფერთან ერთად, ისინი გვიჩვენებს, რამდენად რთულია ამ ომის გაანალიზება.

თითქმის გუშინ, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის აშშ–ს , დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებში, კონსენსუსი იყო იმასთან დაავშირებით, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მაგრამ ამავე დროს ვერც ურაინა მოიგებს. რთული იყო ისეთი ვინმეს მოძებნა, ვისაც ჯეროდა, რომ უკრაინას შეეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ტერიტორიების დაბრუნებაში. ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველა, არცთუ უსაფუძვლოდ თვლიდა, რომ ეს იყო ომი გამოფიტვაზე.

ურაინის კონტრშეტევა სამხრეთში მძიმედ მიდიოდა, მოდიოდა ცნობები დიდი დანაკარგების შესახებ. ამ ფონზე დასავლეთში იზრდებოდა ომისგან დაღლილობის ნიშნები. შედეგად მათაც კი, ვინც ურყევად უჭერდა მხარს უკრაინას, დაიწყეს ვარიანტებს ძებნა, როგორ შეიძლებოდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. წინადადებები ამ დაღლილობის დასაძლევად სწრაფ გამარჯვებაში მეტი ძალისხმევის ჩადების შესახებ ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა.

ახლა, აშკარაა, რომ საუბარი სულ სხვა სიბრტყეში გადავიდა: ახლა უკვე არავინ იცის, რამდენად შორს შეუძლიათ უკრაინულ ძალებს წინსვლა, რა იმპულსის შექმნა შეუძლიათ მათ და როგორ შეცვლის ეს ომის ხასიათს. მაგრამ უცებ გაქრა საუბრები გამოფიტვამდე ომის შესახებ. როგორც არაერთხელ წერდა ჩემი კოლეგა, პროფესორი ლოურენს ფრიდმანი, ომი თავისი არსით არაპროგნოზირებადია. ეს არ არის წრფივი განტოლება, ან ტყვიებით და ბომბებით ჩატარებული არითმეტიული მანიპულაციების შედეგი. ეს არის მოვლენა, რომელიც ემოციებს ეფუძნება, და ომი, მნიშვნელოვანწილად გარემოებებზეა დამოკიდებული. ომში, როგორც პოლიტიკაში, რწმენა იმისა, თუ რა მოხდება, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში. აზრებიც შეიძლება წამიერად შეიცვალოს.

უფრო მეტიც, სასტიკ კონფლიქტში ასეთი რწმენები ძლიერი ემოციებით არის გაჯერებული, რომლებსაც რაციონალური აზროვნების ჩახშობა შეუძლიათ. ომის შემთხვევითი, ემოციური და ცვალებადი ხასიათი ანალიტიკისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

თუნდაც ჩვენ შევძლოთ ომის ზუსტი სურათის მიღება დღეს, ყოველთვის გაგვიჭირდება ომის ხვალინდელი ზუსტი სურათის დახატვა. და ეს ისეთივე სიმართლეა დღეს, როგორც გუშინ იყო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გუშინდელი ვერსია ომზე გამოფიტვამდე მცდარი იყო, და რომ ახლა ამ ომის ბედი დამოკიდებულია რუსეთის უნარზე უკრაინის შეტევას გაუმლავდეს.

თუმცა, ისტორია ომზე გამოფიტვამდე არ იყო არასწორი გუშინ: ის არასწორი მხოლოდ დღეს გახდა. ისევე როგორც დამაიმედებელი ისტორიები, რომლებიც დღეს გვესმის – ისტორია უკრაინული არმიის გაძლიერების და რუსული თავდაცვის ხაზების ნგრევის შესახებ – მართალია დღეს, მაგრამ შეიძლება სრულიად არასწორი აღმოჩნდეს ხვალ.

ამგვარად, გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ვაღიაროთ პროგნოზირების სირთულე, თუ სრული უაზრობა არა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ვარაუდები იმის შესახებ, რომ ომის მომავალი, ეს არის იმის სწორხაზოვანი პროექცია, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორიც არ უნდა იყოს ეს დღე. მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ომის მომავლის წინასწარმეტყველება, გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ეს რამენაირი სიზუსტით გავაკეთოთ, არის ის, რომ წინასწარმეტყველების აქტი პოლიტიკას ფიქციად აქცევს და არასწორ გადაწყვეტილებებს იწვევს.“

გუშინ გაკეთებულმა პროგნოზებმა გამოიწვია პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირება, რომელიც მიმართულია გამოფიტვამდე ომის ხარჯების შემცირებაზე, დაღლილობის შესუსტებაზე და გადარჩენაზე იმ ომში, რომელში გამარჯვება შეუძლებელია. დღეს გაკეთებული პროგნოზები შეიძლება იმაზე იყოს ფოკუსირებული, რომ კიევის უპირატესობა გაძლიერდეს. ერთიც და მეორეც, ეს არის რეაქცია აწმყოზე, და არა მომავალზე. იმის აღიარება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ომის მომავალის წინასწარმეტყველება, გაგვათავისუფლებს, რომ გადაწყვეტილებები გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე მოვიღოთ და არა მათი მიღწევის რეალურობის შესახებ ეფემერული ვარაუდებიდან გამომდინარე.

ყურადღების მიზნებზე და არა მათი მიღწევის შესაძლებლობაზე კონცენტრირება არ ნიშნავს, რომ რეალობის იგნორირება უნდა მოვახდინოთ. პირიქით: რეალობა ისეთია, რომ ბევრი რამ იქიდან, რაც ჩვენ გვგონია რომ ვიცით ამ მიზნების რეალურობის შესახებ, სინამდვილეში გამონაგონია.

ურაინული არმია დონეცის მისადგომებთან ჯერ კიდევ გუშინ ფიქციად გამოიყურებოდა. მიზნებზე ყურადღების კონცენტრირება ნიშნავს იმას მივყვეთ, რაც ვიცით, და არ მოვიტყუოთ თავი, რომ ჩვენი გაგება მომავალზეც ვრცელდება.

მომავალში სიტუაციის კორექტირებას შევძლებთ, მაგრამ აქცენტით სტრატეგიულ მიზნებზე და არ დაგვჭირდება ახალი სტრატეგიის შემუშავება ყოველ ჯერზე, როცა მომავალი შეიცვლება. იმის აღიარება, რომ მომავალი შეიძლება მრავალჯერ შეიცვალოს ომის მიმდინარეობისას, საშუალებას მოგვცემს უფრო თანმიმდევრული და შეთანხმებული პოლიტიკა ვაწარმოოთ.

მსგავსმა მერყეობებმა, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ვნახეთ, და როგორიც მომავალშიც იქნებ, ჩვენი პასუხების ფორმირება უნდა მოახდინოს და არა ჩვენი მიზნებისა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის კონტროლი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოდ ჩვენი ფიქრები მომავლის შესახებ და ჩვენი ქმედებები, რათა ეს მომავალი შევქმნათ.“– წერს ანალიტიკოსი.

New York Times:ამერიკული სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით...

“საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური...

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რის მერეც სიცოცხლის მოსპობა გველოდება – უცხოელი ადვოკატი

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას...

უკრაინელებმა ხერსონში დაბომბეს სასტუმრო, სადაც “ფეესბეს“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ

ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“  წარმომადგენლები  და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ...

დააკავეს თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და "მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით...

NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ...

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. ...

მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – მდინარაძე დეგნანს მიმართავს

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები,...

მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ....

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია....