“უნდა ვისწავლოთ სხვის საქმეში ცხვირის არ ჩაყოფა”- “ენდორფინი” გაფიცვას არ უერთდება

ერთ-ერთი პოპულარული ქართული სახაჭაპურე “ენდორფინი”, იმ რესტორანთა სიის ჩამონათვალში არ იქნება, რომლებიც შაბათს გაფიცვას აპირებენ და დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. მიზეზად “ენდორფინი” სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ასახელებს და მიაჩნიათ, რომ რესტორნები ცდილობენ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას.

“არ ვუერთდებით გაფიცვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია! ზოგადად უნდა ვისწავლოთ სხვის საქმეში ცხვირის არ ჩაყოფა, ეს არაა სამართლებრივი სახელმწიფო:

1) როდესაც რესტორნის დირექტორები ჯანდაცვის სისტემაზე ცდილობენ ზეწოლას!
2) როდესაც ეკლესიის მსახურები ( მსახურები პირობითად თორემ
ბატონები უფრო არიან) ერევიან პოლიტიკაში!
3) როდესაც პოლიტიკოსები ერევიან ეკლესიის საქმეებში, ტენიან მათ ფინანსებს, ჯიპებს, მიწებს, სიმდიდრეს, პრივილეგიებს, რომ
საკუთარ ჭკუაზე ატარონ როდესაც დასჭირდებათ!
ასეთ დროს უბრალო მოქალაქეები უბრალოდ მსხვერპლნი არიან ამ ავანტიურისტი პრივილეგირებულების, რომლთა ქმედებაც (საბოლოო ჯამში ყველასი ერთად), უბრალო ადამიანების გაცუცურაკება გამოდის!
ნორმალური ის იქნება თუ ყველა ისწავლის
თავის საქმის კეთებას!
ნორმალური იქნება ყველა ინსტიტუტმა
დამოუკიდებლად და სამართლიანად, პასუხისმგებლობით იმუშაოს ( მაგრამ ეს პერსპექტივა მინიმუმ 50 წელი არ ჩანს ჰორიზონტზე აქანა, ჩვენთან )
ნორმალური იქნება ენდორფინმაც თავის საქმე აკეთოს, ანუ აკეთოს ის უგემრიელესი და ხარისხიანი პიცა, ხაჭაპური თუ ბურგერი, ანუ რასაც აკეთებს და და ეს პოსტი არ დაწეროს, მაგრამ მოგვიწოდებენ გაიფიცეთო და პასუხი გავეცით!
და ბოლოს ნეტავ ის დღე მალე დადგეს საქართველოში როგორც ამერიკაში, რომ ხელისუფლება ყვიროდეს – ოპოზიციამ
არჩევნები გამიყალბაო !
გვიყვარხართ ყველა და ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია !
ეხლა შემოვარდებიან ტარტაროზები, ანუ იგივე სხვადასხვა რესტორნების მენეჯერ, მფლობელ, თანამშრომლები და თავს შემოგვასაღებენ ჩვენს უკვე ყოფილ მომხმარებლებად და ამ
საბაბით გაგვლანძღავენ ალბათ
მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთბის უგემრიელესი კერძების მომზადებას” – ნათქვამია “ენდორფინის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე აქვეყნებს იმ რესტორნების სიას, რომლებიც შაბათს გაიფიცნებიან მთელი თავისი პერსონალით, შეუერთდებიან შაბათს შეზღუდვების გახსნის მოთხოვნით აქციას. სია იმდენად სწრაფად იზრდება, რომ უკვე ორჯერ განახლდა და სამი სახელი დაემატა.

“აქ არის იმ 76 რესტორნის ჩამონათვალი, რომლებიც შაბათს, აქციის დღეს გაიფიცებიან და შეწყვეტენ მიტანის მომსახურებას!ჩემი ინფორმაციით, გაფიცვის აქციას მინიმუმ ერთი ამდენი ობიექტი უკვე ხვალ შეუერთდება!

1- გამოჩნდა უპრეცენდენტო ერთობა, თითქმის ერთი წლის ბრძოლის შედეგი (დეტალებს აღარ შევყვები)

2 – გაფიცვის დროს ამ რესტორნების სტაფი მოდის აქციაზე.

3-ხელისუფლება ხედავს, რომ რეალური ლოქდაუნი კერძო სექტორს შეუძლია.

4 – ასეთივე ერთობას მივაღწევთ სხვა სექტორებშიც.

1. შავი ლომი

2. ტაკერია

3. ხაშერია

4. ლეგატო

5. ქეთო და კოტე

6. კერა

7. წისქვილი ჯგუფი

8. მეგრული სახლი

9. სტეიკ ჰაუსი

10. ზ10

11. ხამანწკა ბარი

12. სულიკო

13. თონე

14. ბარბარესთან

15. ლუდის სახლი ვარაზი

16. ლუდის ბაღი ვარაზი

17. ბლექ დოგი

18. მულენი

19. Number 8 Brewery & Bars

20. ზაზანოვა

21. woodstok

22. Respublika Grill Bar

23. ბადიაშატროვანი

24. ბიკენტიას საქაბაბე

25. მარანი

26. მარანი ჰოლი

27. ბურგერკლასიკო

28. შტელცეა სახლი

29. კაფე დისქავერი

30. დოლჩე დი პარადიზო

31. მწვანე ტერასა

32. ღვინის ბარი საფერე

33. რაჭის უბანი

34. ჩიქენ გაიზ

35. ვერიკო

36. ეისიდისი

37. მელნიკოვის დუქანი

38. ბურგერ ჰაუსი

39. სალობიე ბია

40. ჯი.ვინო

41. Coffee LAB

42. ეკლერ დე ჟენი

43. გაგრა

44. ბარი ქიქოძე

45. შემოიხედე გენაცვალე

46. პომიდორისიმო

47. საბადურები

48. სტრადა

49. ქენდი

50. თავადური

51. კუდები

52. ხინკლის სახლი ივერიონი

53. კალინა

54. ბინა 37

55. გალა

56. ტერა ვაინი

57. დარაბები

58. მზიურის კაფე

59. ჩაის სახლი

60. მაესტრო

61. ლინვილი

62. კახელები ბელიაშვილზე

63. კახელები (ლილო)

64. Prospero’s Cafe

65. რესტორანი ზალა

66. პიანი ბაზარი

67. წიბახა გეიმ ქლაბი

68. სახელოსნო ბარი

69. სესილია

70. ჯაზზ როკ კაფე

71. დედაენის ბარი

72. ბარი მაკულატურა

73. ბარი ათონელი

74. Barbar’a Gastro Bar

75. ბაბალე

76. ჩაბას ჯაზ როკ კაფე

პოსტის განახლებს – Coffeesta-ს ქსელი და

რესტორანი “ჩიქოვანი” (ბათუმი) უერთდება აქციას.

განახლება – აქარი უერთდება აქციას!” – წერს ალექსანდრე პაიკიძე.

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება...

ბუწაშვილი ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “1....

უგანდამ ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა მიიღო

უგანდამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. პირველ ეტაპზე, უგანდის დედაქალაქ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო