უცხოური ბრენდების წასვლის შემდეგ რუსეთში საბჭოური “ვოლგა“–ს და “პაბედა“–ს ბრენდების გაცოცხლებას გეგმავენ

რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა ტელეარხ РБК–სთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთში ისევ აწარმოონ ავტომობილების საბჭოური ბრენდები – “ვოლგა“ და “პაბედა“.

“კოლეგებს აქვთ გეგმები, აღადგინონ მაგალითად “ვოლგა“–ს და “პაბედა“–ს ბრენდები“– თქვა მან.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საავტომობილო წარმოება ჩამოიშალა. საერთაშორისო ავტომწარმოებლებმა მუშაობა შეაჩერეს.  ფრანგული Renault ჯგუფის აქტივები, მათ შორის ფრანგული კონცერნის წილი “ავტოვაზში“ და მოსკოვის ავტოქარხანა “რენო რუსეთი“ სახელმწიფოს საკუთრებაში გ ადავიდა.

მოსკოვის ქარხანაში ხელისუფლებამ “მოსკვიჩების“ წარმოება გადაწყვიტა – ეს კიდევ ერთი საბჭოური ავტომობილის მარკაა.

დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას, აწარმოებენ თუ არა “ვოლგას“ და “პაბედას“ გორკის საავტომობილო ქარხანაში ნიჟნი ნოვგოროდში, მანტუროვმა განაცხადა, რომ პროექტის რეალიზება სხვადასხვა ადგილზე შეიძლება მოხდეს.

ავტომობილ “პაბედას“ საბჭოთა კავშირში 1946–58 წლებში აწარმოებდნენ. “ვოლგას“– 1956 წლიდან. 2008 წელს იყო მცდელობა დაწყებულიყო ლიცენზირებული  Volga Siber–ის წარმოება ლიცენზირებული ამერიკული პლატფორმის– Chrysler–ის ბაზაზე, თუმცა ორი წლის შემდეგ პროექტი გაჩერდა და მას შემდეგ “ვოლგის“ წარმოება აღარავის გახსენებია.

“ესენი არიან “ტროიკა” – დივანი და ორი სავარძელი” – გოცირიძე “ოცნებიდან” წასულებზე

''ესენი არიან "ტროიკა", პირდაპირ ეს სიტყვა შეეფერება, სამეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დივანი და...

ასე უბრალოდ “მინდვრებში” ჩვენთან არავინ ისვრის – პუნიტი კრემენჩუგზე

"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული...

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით,...

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...