ფეხბურთლი კურტ ზუმა კატის ცემის გამო 250 000–ით დააჯარიმეს, დაგმეს და თამაშებს ჩამოაშორეს

ინგლისური საფეხბურთო კლუბ ”ვესტ ჰემ” იუნაითედის ფეხბურთელი, კურტ ზუმა დროებით ჩამოაშორეს თამაშებს, საკუთარმა კლუბმა ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური თანხით – 250 ფუნტით დააჯარიმა და ამავე დროს ორი კატა ჩამოართვეს.

ყველაფერი კი სოციალურ ქსელებში მისი ძმის მიერ გავრცელებული ვიდეოთი დაიწყო, რომელზეც ჩანს, რომ ზუმა საკუთარ ბენგალურ კატას წიხლს ურტყამს, შემდეგ დასდევს და მოგვიანებით ხელს ურტყამს იმ დროს, როცა კატა ბავშვს უჭირავს. კადრში ისმის სიცილი, რომელიც ქმნის განცდას, რომ იქ მყოფებს ეს სიტუაცია ართობს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით ფეხბურთელის რეაქცია კატის მიერ ქოთნის გატეხვას მოჰყვა.

ცხოველზე ძალადობის კადრებმა საყოველთაო განრისხება გამოიწვია. დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა ინტერნეტში პეტიციას მოაწერა ხელი მოთხოვნით ფეხბურთელი კანონის შესაბამისად დაესაჯათ. ბრიტანეთის კანონმდებლობით ცხოველზე ძალადობა სერიოზული ჯარიმებით და 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

საპასუხოდ მაშინვე დაიწყო ბოდიშები: თავიდან თავად ზუმას მხრიდან, შემდეგ ვესტ ჰემის მწვრთნელის მხრიდან, რომელმაც ის სამშაბათს პრემიერ–ლიგის მატჩზე ათამაშა. გუნდის მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს მოუწია საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ცხოველები ძალიან უყვარს და თავი იმით იმართლა, რომ გუნდს მატჩის მოგება ძალიან ჭირდებოდა.

თუმცა სკანდალი არ ცხრებოდა და კიდევ უფრო მწვავდებოდა. კატის დასაცავად კლუბის სპონსორები და ცნობილი ადამიანები გამოვიდნენ. მატჩის დროს ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხბურთელს უსტვენდნენ, პოპულარულმა ტელეწამყვანმა, წარსულში ინგლისის ნაკრების ფორვარდერმა გარი ლინეკერმა კი განაცხადა, რომ გაოგნებულია იმით, რომ ზუმა სათამაშოდ გამოუშვეს და ამ გადაწყვეტილებას უგულობა უწოდა.

ესექსის საგრაფოს პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ დაიწყო სასწრაფო გამოძიება, თუმცა მედიის ცნობით მალე საქმის აღძვრაზე უარი თქვა.

ამასობაში ბრიტანეთის ცხოველების დაცვის სამეფო საზოგადოებამ ორივე კატის კონფისკაცია მოახდინა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზუმას კატები ვეტერინარებმა შეამოწმეს და მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

კომპანია  Vitality–მ განაცხადა, რომ ვიდეომ ძალიან გაანაწყენა, კლუბის ხელმძღვანელობის ქმედებებმა კი მათი იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომაც სასწრაფოდ აჩერებს კლუბის სპონსორობას და დაელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს მისი ხელმძღვანელობა.

მეორე სპონსორმა, კომპანია  Experience Kissimmee–მ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამშაბათს ზუმა მინდორზე გამოუშვეს, ისიც გადახედავს კლუბთან მის სასპონსორო ურთიერთობებს.

კომპანია Adidas-მა ოთხშაბათს საღამოს ასევე განაცხადა, რომ მოთამაშესთან კონტრაქტს წყვეტს.

კლუბ ვესტ ჰემის გულშემატკივართა ასოციაციამ განაცხადა, რომ ზუმას ქმედებას გმობს და ვარაუდობს, რომ ფეხბურთელი დისციპლინარული განხილვის დროს თამაშებს უნდა ჩამოაშორონ.

“მოთამაშე დაუყოვნებლივ დათანხმდა ჯარიმის გადახდას და ეს თანხები საქველმოქმედო ორგანიზაციების ფონდებში წავა, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ“– ნათქვამია კლუბის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. კლუბმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გმობს კურტის ქმედებას და ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილება.

კურტ ზუმა ფრანგული საქველმოქმედო ორგანიზაცია Seed–ის ოფიციალური ელჩია, რომელიც ლომების და კატისებრთა ოჯახის  სხვა მსხვილი მტაცებელი ცხოველების დაცვით არის დაკავებული.

ADIDAS-მა კურტ ზუმას კატაზე ძალადობის გამო კონტრაქტი შეუწყვიტა

საქართველოში რუსეთის მავნე ქმედებებს, დეზინფორმაციას ქვეყანაზე გავლენა აქვს – დანიგენი

საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის გარშემო პროტესტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ისინი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს...

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ. პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის...

სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში  ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია...

მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშეა დაკავებული, ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა – ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ...

“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო...

სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის...

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს – ოხანაშვილი

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც...

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო - ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...