ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2 ივნისს მომხდარი განზრახ მკვლელობისა და თავისუფლებისა უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს”. – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტიკარაძე: “ლელოს” გადასაწყვეტი არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეხმიანება მის გადადგომასთან დაკავშირებით "ლელოს" მოთხოვნას. ტიკარაძის თქმით, ეს...

არ გამოვრიცხავ, რომ კოვაქს პლატფორმას ვუჩივლოთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმას ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ...

საფრანგეთის ექსპრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქედან...

ბრწყინვალე ინიციატივაა, დავესწრები – ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრაზე

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოუწოდა, მოლაპარაკების პროცესი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს...

“ნეტარსახიანი კლოუნი” – გიორგი მაისურაძე ზურაბ ჯაფარიძეზე

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ნამახვანჰესზე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება და მას "კლოუნს" უწოდებს. მისი თქმით, გირჩის...

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული მისი ძმის,...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.0013 თეთრით გაუფასურდა, რის...

დაგვპირდა, რომ ევროკავშირი განახორციელებს შესაძლო გზებით ზეწოლას – სამადაშვილი მიშელზე

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი კრიზისის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო