ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

“გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტოლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა ჰეროინი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 წელია ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს – უდუმაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

„ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს...

პატიმრებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება პირველ იანვრამდე შეეზღუდათ

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული...

ქუთაისში კორონავირუსს ეპიდემიოლოგი ემსხვერპლა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი...

პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელი მარქსისტული პოპულიზმი – ჭიაბერაშვილი დოლიძის ინიციატივაზე

''პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელი მარქსისტული პოპულიზმი'' - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ანა დოლიძის ინიციატივას, პარტიების...

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის...

ქუთაისში კორონავირუსით 62 წლის ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და კლინიკაში...

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო