ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა – თალაკვაძე თემურ წიკლაურის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის ოჯახს უსამძიმრებს.

“ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა.  თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს,”- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, დღეს 1 თებერვალს,ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

წარმოუდგენელია, ხელისუფლებას რამე ჩარევა ჰქონდეს – ზავრადაშვილი სანაიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლება...

გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს – EMC შსს-სა და პროკურატურას

EMC ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტს. "მნიშვნელოვანია,...

აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა კოლაუ ნადირაძის ლექსი “25 თებერვალი” წაიკითხეს (ვიდეო)

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც საელჩოს თანამშრომლები...

“ვირუსი არსად წასულა” – ოცნების დეპუტატ გივი მიქანაძეს COVID-19 დაუდგინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურა. "როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე...

ივანიშვილის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია – ბოკერია სანაიაზე თავდასხმაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა ივანიშვილის პროპაგანდის...

ოკუპაციის 100 წლისთავის შესახებ მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია. "1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა...

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება. "ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ...

თავზე, ხელზე და ფეხებზე მაქვს დაზიანება – სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება

ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, თავს წუხელ, გვიან ღამით...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო