ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია, ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება, ზოგი შემდეგ – ხუნდაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს.

“სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების  შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა, ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო.

მინდა ყველას გთხოვოთ, მით უმეტეს, ამ პერიოდში – წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ და რომელთაც სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით”,- ამბობს ხუნდაძე.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი წინასააარჩევნოდ მთავრობის მიერ დახმარებების გაცემას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

"ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას "- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და...

კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა.გარდაცვლილი  კლინიკა მედინაში მკურნალობდა. პაციენტს გული გაუჩერდა. "მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება, ახალი კორონავირუსი ინფექციის...

არასწორი იყო, სერიოზული ზიანი მოადგა გირჩს – ჯაფარიძე ხვიჩიას განცხადებაზე

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმიანება თავისი თანაპარტიელის, იაგო ხვიჩიას განცხადებას პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ჯაფარიძის თქმით, ხვიჩიას...

ჯაფარიძემ პოზიცია დააფიქსიროს, ჩემს მლანძღველებს შორის მისი მეგობრებიც არიან – ხვიჩია

"ჯაფარიძემ პოზიცია დააფიქსიროს, ჩემს მლანძღველებს შორის მისი მეგობრებიც არიან " - გირჩის ერთ-ერთი ლიდერი...

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ცესკოს მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა: ...

მათთვის ყველა არჩევნები გაყალბებულია, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება – ჟვანია ოპოზიციაზე

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ოპოზიციას ყველა არჩევნები გაყალბებულად მიაჩნია, რომელშიც სასურველ შედეგს ვერ...

არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი ტელევიზიის დაჯარიმებას ეხმიანება. მისი თქმით, ტელევიზიას წინასაარჩევნო პერიოდში...

მთავარი არხი მარეგულირებელმა კომისიამ 58 ათასი ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო