ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

გამოცემა ფორბსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე კარგად გაართვეს თავი კორონავირუსთან ბრძოლას, ქალები მართავენ. გამოცემას შვიდი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს და წერს:

“თუ ეძებთ კრიზისის პირობებში ნამდვილი ლიდერობის მაგალითებს, ისლანდიიდან ტაივანამდე და გერმანიიდან ახალ ზელანდიამდე, ქალები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ კაცობრიობის ოჯახზე გაჩენილ შავ ლაქას. დაუმატეთ ფინეთი, ისლანდია და დანიაც და ეს პანდემია დაგარწმუნებთ, რომ ქალები  მიზანს აღწევენ, როცა ჩვენს სახელმწიფოებში ტემპერატურა იწევს. ბევრი იტყვის, რომ ესენი არიან პატარა სახელმწიფოები, კუნძულები, ან სხვა ტიპის გამონაკლისები, მაგრამ გერმანია დიდი და წამყვანი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი კი კუნძული სრულიად განსხვავებული შედეგებით. ეს ლიდერები ძალაუფლების ფლობის ალტერნატიულ, მიმზიდველ გზას გვთავაზობენ. რას გვასწავლიან ისინი?

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ყველაზე ადრე გამოფხიზლდა და მშვიდად უთხრა თავის მოქალაქეებს, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა და შესაძლოა მოსახლეობის 70% დაინფიცირებულიყო. მან მოუწოდა მოქალაქეებს, სერიოზულად მოკიდებოდნენ ამ ამბავს და თვითონაც სერიოზულად მოეკიდა. ტესტირება თავიდანვე დაიწყო. გერმანიამ უარყოფის, განრისხების, თვალთმაქცობის ფაზები  გამოტოვა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მის მეზობლებში. და არსებობს ყველა ნიშანი, რომ გერმანია შეზღუდვების მოხსნას სხვებზე ადრე დაიწყებს.

ერთ–ერთი, ვინც ყველაზე სწრაფად გადადგა პირველი ნაბიჯები ტაივანის ლიდერი ცაი ინ ვენი იყო. ჯერ კიდევ იანვარში, ახალი დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მან მიიღო 124 ზომა დაავადების გავრცელების ბლოკირებისთვის, მათ შორის ნაკლებად იყო ის ზომები, რაც სხვა ქვეყნებში მოგვიანებით შემოიღეს. ამჟამად ის 10 მილიონ დამცავ ნიღაბს უგზავნის აშშ–ს და ევროპას. ცაიმ მოახერხა ის, რასაც სიენენმა “მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო“ უწოდა ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით და მოახერხა მისი გაკონტროლება. მის ქვეყანაში დღემდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალება დაფიქსირდა.

 

ახალი ზელანდიის ლიდერმა, ჯასინდა არდენმა დროულად მიიღო შეკავების ზომები, გამოაცხადა განგაშის მაქსიმალური დონე და ქვეყანა ჩაკეტა. მან თვითიზოლაციაში ყოფნა დაავალდებულა ქვეყანაში შემსვლელებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალ ზელადნიაში სულ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე სრულად აკრძალა უცხოელების შესვლა. მისმა მკვეთრმა ნაბიჯებმა და მკაფიო კურსმა ახალი ზელანდია შტორმისგან დაიცვა. ამ დროისთვის ახალ ზელანდიაში კორონავირუსისგან მხოლდ 9 გარდაცვლილი ყავთ. ტესტირების მაჩვენებლითაც ქვეყანა ერთ–ერთი ლიდერია.

ისლანდიის პრემიერმა,  კატრინა იაკობსდოტირამ მოახერხა, რომ  რომ ისლანდიის ყველა მოქალაქისთვის ტესტირება უფასო და ხელმისაწვდომია.  ისლანდია თვალსაჩინო მაგალითი და შემთხვევა გახდება Covid19-ის სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლის შესასწავლად. აქ უკვე მოსახლეობის 10%–ზე მეტი გაიტესტა. ქვეყნების უმეტესობა ტესტირებას მხოლოდ აქტიურ სიმპტომებიან ადამიანებს უტარებს. ისლანდია კი სხვა გზით მიდის. მან უკვე დატესტა პროცენტულად მოსახლეობის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე სამხრეთ კორეამ და წარმატებით ახორციელებს გამოვლენის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არც საყოველთაო კარანტინი სჭირდება და არც სკოლების დახურვა.

 

სანა მარინი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური გახდა მსოფლიოში, როცა გასული წლის დეკემბერში ის ფინეთის ლიდერად აირჩიეს. ალბათ მართლაც ახალი თაობის ლიდერი იყო საჭირო განსხვავებული მიდგომებისთვის, მაგალითად იმისთვის,  რომ ახალი კორონავირუსის კრიზისისას ბრძოლაში საკვანძო აგენტებად სოციალური მედიის ინფლუენსერები გამოეყენებინა.

ფინეთში გააცნობიერეს, რომ პრესას ყველა არ კითხულობს და ნებისმიერი ასაკის ინფლუენსერს იყენებენ სოციალური ქსელებით თუ სხვა საშუალებებით ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გასავრცელებლად და პანდემიის სამართავად.

დანიამ პრემიერ მინისტრ მეტე ფრედერიკსენის მეთაურობით მოხერხა ის, რომ ამ კვირას იქ უკვე სწავლა იწყება, საკარანტინო ზომები მსუბუქდება და ექსპერტების ვარაუდით დანია იქნება ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ეკონომიკის რეაბილიტაციას შეძლებს.

 

ნორვეგიის პრემიერ–მინისტრს, ერნა სოლბერგს ეკუთვნის ნოვატორული იდეა  ნორვეგიელ ბავშვებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის ტელევიზია გამოეყენებინა.

მან გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ზრდასრულები არ დაიშვებოდნენ. სოლბერგი აუჩქარებლად პასუხობდა ბავშვების კითხვებს და უხსნიდა, რატომ არის მაგალითად ნორმალური, როცა თავს შეშინებულად გრძნობ.

ფორბსი აღფრთოვანებით წერს ქალი ლიდერების ნოვატორობაზე, ორიგინალურობაზე, მათ მიერ სიყვარულით გაკეთებულ საქმეზე,  სითბოზე, თანაგრძნობაზე და მზრუნველბაზე,  რომელსაც ისინი კრიზისის დროს ასხივებდნენ.

ფორბსი წერს, რომ მეტი ქალი ლიდერი მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ჰუმანურ ინოვაციას მოგვიტანდა.

ფორბსი ამ ლიდერების და მათი ისტორიების შედარებას გვთავაზობს იმ ლიდერებთან, რომლებიც კრიზისებს ავტორიტარიზმის გასამყარებლად იყენებენ: ყველაფერს სხვებს აბრალებენ, იტაცებენ სასამართლო ორგანოებს, ეწევიან ჟურნალისტების დემონიზაციას, ებღაუჭებიან მარადიულ ძალაუფლებას. ამ ლიდერების ჩამონათვალში მოხვდნენ ტრამპი, ბოლსონარო, ობრადორი, მოდი, დუტერტე, ორბანი, პუტინი, ნეთანიაჰუ.

 

ფორბსი წერს, რომ კარგი იქნებოდა მამაკაც ლიდერებს ქალებისგან აეღოთ მაგალითი და მათგან ესწავლათ ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებები.

ასე მყარდება დიქტატურა – ნელა და თავხედურად, მე ვტოვებ პარლამენტს – ჯაფარიძე

"ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების...

ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, ოცნებამ გააუქმა არჩევნები – უგულავა

"ჩემი აზრით: 1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან 2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტიორებს,...

შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, საერთოდ ანულირება გავუკეთეთ – მდინარაძე

"თუ დაინახავს ქართველი საზოგადოება, არა მხოლოდ მმართველი ძალა, რომ ჩვენს ოპონენტებში აღმოჩნდება, რადიკალურ ოპოზიციაში,...

უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

უმრავლესობის სხდომა მმართველი პარტიის ოფისში, აქციის ფონზე მიმდინარეობს.  სამოქალაქო აქტივისტები, ქართული ოცნების დანაშაულებრივ პოლიტიკას...

“ქართული ოცნება” რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, თუ ამის “კეთილი ნება” ექნება

ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ საკუთარი...

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, თავი ამოწურა – ქართული ოცნება

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა....

ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს – დეკანოზი...

ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს - ამბობს...

მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია – კალაძე პლაკატებზე

მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია -თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩებში...

ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის ეთერში განმარტა, რატომ არ იჭრის თმას

ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ იჭრის თმას. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. „ასე ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...