ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საოჯახო სასტუმორს 18 მობინადრე საკარანტინო ზონაში, ხოლო 3 მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

“გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა PCR გამოკვლევა, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – თქვა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეს შემთხვევა ქობულეთში “ჰავანას კლასტერს” არ უკავშირდება.

ამ დროისთვის აჭარაში სულ 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. უწყების ცნობით,ამჯამად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ოქრუაშვილის, მელიას, გვარამიას და უგულავას პროცესები გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ასევე გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლო პროცესები,...

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, - აცხადებენ...

სასამართლო პროცესი გადაიდო პანდემიის გამო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც 7 დეკემბერს სასამართლოში იყო დაბარებული, წერს, რომ...

“3 კამერა აქვს, გადასაღებად მჭირდება” – მეუფე ნიკოლოზს Iphone 12 გადასცეს

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ერთ–ერთმა მაღაზიამ Iphone 12 გადასცა. მეუფის თქმით,...

არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა – გამყრელიძე

პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა, - ამის შესახებ...

მაკრიტიკებენ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა?! – გამყრელიძე

"გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა...

ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა ჟურნალისტების მხრიდან – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟურნალისტების მხირდან მის ოჯახზე წნეხი და ზეწოლა ხორციელდება. "არ შემიძლია,...

გადაიხედება თუ არა დაწესებული შეზღუდვები – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, თუ ბიზნესსექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო