ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მეგობრებო, მეც დამიდასტურდა კორონავირუსი და უკვე იზოლაციაში ვარ. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც კორონავირუსია, რომლის გავრცელების მასშტაბები სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ დიდია. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება და მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ კოვიდ 19 მითია.

ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება. ჩვენი, თითოეულის ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩვენს მოქალაქეებს.

მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ყველა მოწოდება, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები, ვატაროთ პირბადე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ ქუჩაში გასვლას, არ მოვაწყოთ თავყრილობები, რადგან ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, კორონავირუსზე გამარჯვება შევძლოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!”- წერს იოსებ ხახალეიშვილი.

“სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს ჩემი მოთხოვნაა” – ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც სანაია აცხადებს, სამივე ბრალდებული, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში...

მიმდინარეობს დისკუსიები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე – კრის სოჩა

"აშშ-მ, შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს"- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა...

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს დუმილს ხშირად მიმართოს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ დუმილს ხშირად...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს. "მეგობრებო,...

მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. "მინდა მივმართო ნიკანორ...

ზუგდიდში პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ ბრალდებული უგონოდ ნახეს – ის გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის...

საშველად შემოთვლას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო, მოგენატრებათ გუნდაობა – სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე მოძალადეებს მოუწოდებს, თხოვნის შემოთვლას თავი დაანებონ. "საშველად...

ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად ნიკა მელიას...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო